უპრეცედენტო შემთვევა!ემიგრანტულ ტელევიზიას,იტალიურმა ტელეარხმა საეთერო ბადე დაუთმო! - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

უპრეცედენტო შემთვევა!ემიგრანტულ ტელევიზიას,იტალიურმა ტელეარხმა საეთერო ბადე დაუთმო!

უპრეცედენტო შემთვევა! ემიგრანტულ ტელევიზიას,იტალიურმა ტელეარხმა საეთერო ბადე დაუთმო! ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN TV ერთი წლის წინ, ქ.ფლორენციაში დაფუძნდა,რომლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ქეთი ნოგიევა გახლავთ. ინტერნეტ ტელევიზია, ქართველმა ემიგრანტმა მაყურებელმა,ძალიან მალე შეიყვარა და მისი დიდი გულშემატკივარი გახდა. ტელევიზიის მიერ მომზადებულ რეპორტაჟებს, საშუალოდ 10 000-დან 50 000 და მეტი მაყურებელი ჰყავს. პირველი წარმატება ტელევიზიისთვის, სანრემოს ფესტივალზე,აკრედიტაციის მოპოვება აღმოჩნდა, რომელიც ისტორიაში პირველად, 74 წლის განმავლობაში,ქართველ ჟურნალისტს,ქეთი ნოგიევას ხვდა წილად. სულ ახლახანს, KN TV-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ტელევიზიამ აკრედიტაცია, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალზე, ევროვიზია 2024-ზე აკრედიტაცია მოიპოვა.

ქართულ-იტალიურ ტელევიზიას, შემოთავაზება თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ტელევიზიისგან ჰქონდა. ქეთიმ შემოთავაზება RTI CALABRIA-ზე შეაჩერა და ასე შედგა მოლაპარაკება. ემიგრანტულ ტელევიზიას, KN TV-ის, CANALE 14-ზე საეთერო ბადე დაეთმო. პირველი დოკუმენტური ფილმის პრემიერა 28 აპრილს, 12.30 წთ-ზე შედგა. გადაცემის პრომომ, მალევე დიდი წარმატება მოიპოვა. ფილმის მთავარი პერსონაჟები, ქართული მუსიკალური ჯგუფი ,,ალეგრო” , ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ფრანჩესკო ბოჩა, სანრემო 2015 წლის გამარჯვებული ჯგუფი ,,Il volo” და ჟურნალისტი ქეთი ნოგიევა. ფილმის მთავარი მიზანია, იტალიასა და საქართველოს შორის, მჭიდრო კავშირის დამყარება. საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია.

ქართულ-იტალიური ტელეკომპანია,მადლობას უხდის ყველა ემიგრანტს, გულშემატკირობასა და მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით საემიგრაციო საზოგადოება ,,ანოლფის” ქართველ წარმომადგენელს, ქ.ნ ფიქრია კუჭუხიძეს, რომელმაც ფუნდამენტური როლი შეასრულა დოკუმეტურ ფილმის ,,la vita e’ bella’-ს პირველი სერიის გავრცელებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023