10 მაის, 18:00სთ-ზე,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,ფრანჩესკო ტრეჩის მე-3 წიგნის პრეზენტაცია გაიმართება! - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

10 მაის, 18:00სთ-ზე,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,ფრანჩესკო ტრეჩის მე-3 წიგნის პრეზენტაცია გაიმართება!

10 მაის, 18:00სთ-ზე, ქ.თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, იტალიელი მწერლისა და ისტორიკოსის, ფრანჩესკო ტრეჩის მე-3 წიგნის პრეზენტაცია გაიმართება! საქართველოს ისტორიაზე, საინტერესო სახელმძღვანელოების ავტორსა და ქართველთა დიდ მოყვარულს, ბევრი იცნობს. საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა მეცნიერმა, ქართული წერა-კითხვაც შეისწავლა,ამასთან არაერთ ინტერვიუში უკვე აღნიშნა, რომ მისთვის საქართველო მეორე სამშობლოა.

ფრანჩესკო ტრეჩი, სოციალურ გვერდზე, მისი მე-3 საავტორო წიგნის ,,საქართველოს” ფოტოს აქვეყნებს და მის გულშემატკივრებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პრეზენტაციაზე დასასწრებად, 10 მაისს, 18.00 საათზე იწვევს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023