უვიზო მიმოსვლისთვის სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

უვიზო მიმოსვლისთვის სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ინფორმაციას:

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ: 2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება ,,ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS). მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად.

გაითვალისწინეთ: ETIAS არ არის ვიზა. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში.

უფრთხილდით თაღლითებს. ETIAS-ის ერთადერთი ოფიციალური ვებგვერდი არის: http://www.europa.eu/etias. ETIAS-ის სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ, განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალურ ვებგვერდზე. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://europa.eu/!FnfNwM,“ – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top