საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს შეხვდა - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს შეხვდა

2023 წლის 20 აპრილს, იტალიის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს შეხვდა.

🔹შეხვედრის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა მიმოიხილა საქართველოში მიმდინარე პროცესები და საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

🔹მინისტრმა დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ხაზი გაუსვა საგარეო უწყებისთვის დიასპორის საკითხებზე მუშაობის პრიორიტეტულობას. ასევე, ისაუბრა იმ ინიციატივებსა და სიახლეებზე, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.

🔹 შეხვედრაზე, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, მიწვეული იყო ქართულ-იტალიური ტელევიიზიის KN TV -ის (www.kntvmedia.com) დამფუძნებელი ქეთი ნოგიევა , რისთვისაც KN TV-ის კოლექტივი მადლობას უხდის საქართველოს საელჩოს იტალიაში- ბ.კონსტანტინე სურგულაძეს.

შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრს,ბატონ ილია დარჩიაშვილს ,ტელევიზიის დამფუძნებელმა ქეთი ნოგიევამ , დაუსვა შეკითხვა , სამინისტროს მხრიდან, ემიგრაციაში დაფუძნებული მედია საშუალებების მხარდაჭერის თაობაზე. როფორც ბ.მინისტრმა აღნიშნა, იგეგმება სხვადასხვა საგრანტო კონკურსები,რომელშიც ყველა მედიამაუწყებელს მიეცემათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top