74 წლის განმავლობაში პირველად, წელს სანრემოს მუსიკალურ ფესტივალს, ქართველი ჟურნალისტი დაესწრო! - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

74 წლის განმავლობაში პირველად, წელს სანრემოს მუსიკალურ ფესტივალს, ქართველი ჟურნალისტი დაესწრო!

სან-რემოს მუსიკალური ფესტივალი, იტალიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ფესტივალია. რომელიც წელიწადში ერთხელ, ქ.სანრემოში იმართება. თეატრ არისტონში, წელს რიგით 74-ე სანრემოს ფესტივალი გაიმართა,რომელსაც 74 წლის განმავლობაში, ისტორიაში პირველად, ქართველი ჟურნალისტი ქეთი ნოგიევა დაესწრო. ქეთი სან-რესმოს ფესტივალზე, ტელეკომპანია ,,იმედის” წარმომადგენელი გახლდათ. ქეთი ნოგიევამ,იტალიაში 2023 წელს ქართულ-იტალიური ტელეკომპნია KN TV გახსნა, რომელმაც მაუწყებლობის ლიცენზია,ძალიან მალევე მოიპოვა.

აღსანიშნავია,რომ სან-რემოს ფესტივალის პირდაპირი ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლება 1955 წლიდან,იტალიურ ტელეარხს რაი უნოს (Rai 1) აქვს. საქართველოს, სახელწიფო აკრედიტაცია, სწსორედ რაი უნომ გადასცა. შეიძლება ითქვას,რომ ეს არის ისტორიული მოვლენა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც,რომ სანრემოს ფესტივალზე მოხვედრა და აკრედიტაცია ,თავად იტალიურ მედიამაუწყებლებსაც უჭირს.საქართველო მასპინძლობდა არა მხოლოდ სანრემოს ფესტივალს, არამედ Casa Sanremo-საც, (სანრემოს სახლი) რომელიც დაკავშირებულია სანრემოს ფესტივალთან და ამ სივრცეში თავმოყრილია ცნობილი და საზოგადო მოღვაწეები: მომღერლები,კინო ვარსკვლავები,,ჟურნალისტები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პირები.სანრემო სახლი, სანრემოს ფესტივალთან ერთად, წარმოადგენს, ერთ-ერთ მთავარ იტალიურ მედია ღონისძიებას,რომელიც მიზნად ისახავს ფესტივალის შესახებ გამოცდილებების გაზიარებას იქ მოწვეულ სტუმრებთან და დამსწრე საზოგადოებასთან.

ამ ფესტივალით მსოფლიომ გაიცნო ისეთი ვარსკვლავები,როგორიცაა,ადრიანო ჩელენტანო,ტოტო კუტუნიო,ალბანო,რიკი ე პოვერი,მინა რამაცოტი და ბევრი სხვა ვარსკვლავი.სიმღერები,რომლებიც ფესტივალზე გაჟღერებულა,უყვართ და ახსოვთ მთელ მსოფლიოში.ისინი სრულდება არა მხოლოდ ორიგინალ ენაზე,არამედ ფრანგულად,ინგლისურად,ესპანურად,გერმანულად და ქართულად. მაგალითად, ბითლზის პალ მაკარტნის შესრულებით 1958 წლის გამარჯვებული დომენიკო მოდუნიოს და ჯონი დორელის სახელგანთქმული (Volare) , რიკი ე პოვერის ,,Sara perche ti amo”, ,,Mamma maria” , ალბანოსა და რომინა პაუვერის ,,felicita”, The kolors-ის Italo Disco, რომელიც ,,ნიკოს ბენდმა” ქართულ ვერსიად გადააკეთა და სიმღერამ კიდევ უფრო მეტი მასშტაბურობა შეიძინა. ქართველმა ჟურნალისტმა,პოპულარული იტალიური ჯგუფი The Kolos ჩაწერა, რომლებმაც საქართველოში სტუმრობის ძალიან დიდი სურვილი გამოთქვეს. შეხვედრა შედგა ქართველ ჟურნალისტსა და ლეგენდარულ მომღერლებს შორის, რიგით 74 -ე ფესტივალზე Ricchi e poveri-ც დაუბრუნდა სცენას, რომლებმაც საკმაოდ პოზიტიური სიმღერა შეასრულეს. როგორც ლეგენდარულმა მომღერლებმა ქართველ ჟურნალისტთან,ქეთი ნოგიევასთან საუბრის დროს აღნიშნეს, საქართველოდან მათ ძალიან დიდი სითბო და სიყვარული ჩამოიტანეს და უახლოეს მომავალში,ისევ აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას. უნდა აღინიშნოს,რომ სანრემოს ფესტივალზე მონაწილე მომღერლები საკმაოდ კარგად იცნობდნენ საქართველოს, ერთ-ერთმა მომღერლმა ისიც აღნიშნა,რომ ქართული ღვინო დააგემოვნა და ძალიან მოეწონა.

სან-რემოს ფესტივალზე, დიდი მნიშვნელობა აქვს სანახაობრივ მხარეს.მსოფლიოში სახელგანთქმული იტალიელი კინო-დეკორატორები,ხმის ჩამწერი სტუდიები თუ კინო ოპერატორები, მონაწილოებას იღებენ ფესტივალის მომზადებაში.შოუს მხრივ,მას მხოლოდ ოსკარებით დაჯილდოვების ცერემონია თუ შეედრება. ფესტივალი გამოირჩევა საუცხოო კოსტიუმებით,რომლებზეც ზრუნავენ იტალიური მოდის სახლების წამყვანი დიზაინერები, როგორიცაა გუჩი,ვერსაჩე,ვალენტინო და აშ.

სანრემოზე გამარჯვებული წარადგენს იტალიას ევროვიზიის კონკურსზე,რომელიც წელს შვედეთში ჩატარდება.ფესტივალის გამარჯვებულს ,,ოქროს პალმა’’ გადაეცემა,რაც ავტომატუად იმას ნიშნავს, მომღერალი იტალიის სახელით ევროვიზიის კონკურსზე შვედეთში წარსდგება.

სანრემოს რიგით 74-ე მუსიკალური ფესტივალი 6 თებერვალს დაიწყო და 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა. ფესტივალს 30 მონაწილე ჰყავდა, აქედან 2 სანრემოს ფესტივალის გამარჯვებულები. დიოდატო- სანრემო 2020-ის გამარჯვებული და ჯგუფი “Il volo” -2015 წლის გამარჯვებულები.

ხმის მიცემა შესაძლებელი იყო,პრესსამსახურისთვის ( აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის) რადიომაუწყებლებისთვის, სოციალური გამოკითხვის შედეგად და ტელემაყურებლების მონაწილეობით. მომღერლები 5 საღამოს განმავლობაში,ერთი და იგივე სიმღერას ( საავტორო) სიმღერას ასრულებდნენ. მხოლოდ ერთი დღე დაეთმო Cover-ისა და დუეტებს. ყოველი დღის განმავლობაში იმართებოდა კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ აკრედიტებული ჟურნალისტები და განიხილებოდა სანრემოს ფესტივალის ირგვლი მომხდარი მოვლენები,მათ შორის მომღერლების გამოსვლები. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, იტალიის ცნობილი ტელეწამყვანი და სანრემოს სამხატვრო ხელმძღვანელი,ამადეუსი გახლდათ.

სანრემოს მუსიკალური ფესტივალის გამარჯვებული 10 თებერვალს გამოვლინდა,რომლის გამარჯვებულიც, 22 წლის ახალგაზრდა მომღერალი, ანჯელინა მანგო გახდა. მეორე ადგილი ნეაპოლიტანელმა რეპერმა ჯეოელიერმა მოიპოვა,ხოლო მესამე ანალიზამ.

Screenshot

ანჯელინა მანგო, 22 წლის იტალიელი მომღერალია, რომლის სიმღერები სანრემოს ფესტივალამადე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ოქროს პალმის მოპოვება ავტომატურად იმის ნიშანია, რომ ის ევროვიზია 2024-ზე, ის იტალიის სახელით წარსდგება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023