24 სექტემბერს, ფლორენციაში, წმინდა ნინოს სახელობის ქართული ტაძრის დარბაზში,ქართველი ემიგრანტი პოეტის,თამარ ხომერიკის პერსონალური წიგნის ,,იმედის არილის”-ს პრეზენტაცია შედგა.პრეზენტაცის ქ.ფლორენციაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ესწრებოდნენ.ღონისძიებას ემიგრანტი ჟურნალისტი, მაია ხომერიკი უძღვებოდა,რომელიც პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა ნინა მამუკაძემ გააშუქა.როგორც თავად ემიგრანტი პოეტი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს,მისთვის ეს დღე საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.

”არის დღე, რომელიც დაუვიწყარი რჩება ადამიანის ცხოვრებაში. შემოდის შენს არსებაში და გონების სხვენში დაისავანებს,სწორედ ასეთ დღედ დარჩება ჩემთვის 2023 წლის 24 სექტემბერი, როდესაც ჩემი პირველი პერსონალური წიგნის,იმ ,,იმედის არილი”- ს პრეზენტაცია შედგა, წმინდა ნინოს სახელობის ქართულ სამრევლო ტაძართან არსებულ, საკვირაო სკოლის დარბაზში.იყო დიდი ემოცია,სითბო და სიყვარული, ურთიერთდაფასება და გულისხმიერება”
