
პეკინიში ენის და კულტურის უნივერსიტეტში XII საუკუნის გენიალური მწერლის შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხნა. ღონოსძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყიფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართვველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინდა და მის გუნდს.
„განსაკუთრებით მესიამოვნა, როცა პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას მან თავის გამოსვლაში გულითადად მოიხსენია ჩვენი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი. გულწრფელ მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელებაში. ეს შემთხვევა ადასტურებს ჩვენს ორ ერს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ბიუსტის გახსნას ასევე დაესწრნენ საქართველოს დელეგაციის წევრები.

პეკინის ენის და კულტურის უნივერსიტეტის სტუდენტებმა არაერთი კულტურული პერფორმანსი მოაწყვეს, რომელთა უმრავლესობაც შოთა რუსთაველის ნაწარმოებს ეძღვნებოდა.
