“სამოსი სამშობლო” 30 ივლისს ნიუ-იორკში ქართველ ემიგრანტებს უმასპინძლებს! - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

“სამოსი სამშობლო” 30 ივლისს ნიუ-იორკში ქართველ ემიგრანტებს უმასპინძლებს!

“სამშობლო ის სამოსია რომელიც არასოდეს ძველდება და ცვდება.”-ეს სიტყვები ქართული სამოსისადმი მიძღვნილი ღონისძიების მთავარ სათქმელს გადმოსცემს. საღამოზე მისულ სტუმრებს დახვდებათ პოდიუმი ასაკისა და დიზაინერების გარეშე, 30-ზე მეტი მონაწილე ქალბატონი, საინტერესო გამოფენები, პრეზენტაციები, საჩუქრები და რაც ყველაზე მთავარია, მხრებზე შემოცმული სქართველო, საქართველოდან ძალიან შორს, ამერიკის შუაგულში. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კოსტიუმირებულ გამოსვლაში მონაწილეობას რამდენიმე თაობის წარმომადგენლები ერთდროულად იღებენ, ორგანიზატორების თქმით, მონაწილეების ასაკი 12 წლიდან იწყება და 85 წელს აღწევს. ფესტივალი წელს მეორედ იმართება, მიუხედავად ამისა წინა წელთან შედარებით, ბევრი სიახილითა და ერთიორად გაზრდილი აუდიტორიით ბრუნდება. ფესტივალის მთავარი მიზანია, მშობლიური სამოსის ხილვის თუ მისი ტანზე მორგებით, წამიერად მაინც დააბრუნოს თითოეული ემიგრანტი საქართველოში.

დაგეგმილ ღონისძიებას, გამოჩენილი ქართველები მსოფლიოს სხვა და სხვა წერტილიდან ეხმიანებიან. ვიდეო-მიმართვას ავრცელებს ნანი ბრეგვაძე, ხვიჩა კვარაცლელია, ნიკოლოზ რაჭველი, ნიკა წულუკიძე, ლელა რაზიკაშვილი, გიორგი გილიგაშვილი, ლაშა ტალახაძე.

ნანი ბრეგვაძე: “ვუერთდები თქვენს წამოწყებას და მონაწილეობას ფესტივალ “სამოსი სამშობლო”-ში. მე მგონია, რომ ძალიან სასიხარულო და სასიამოვნოა თქვენი მონაწილეობა ამ შესანიშნავ გამოსვლაში.”

ხვიჩა კვარაცხელია: “მოხარული ვარ, რომ იმართება ღონისძიება “სამოსი სამშობლო”, მინდა თითოეულ თქვენთაგანს ვუსურვო მალე სახლში დაბრუნება, შევხვდებით საქართველოში!”

ფესტივალს სათავეში მისივე ავტორი, ჟურნალისტი და პოეტი ლელა ნინუა ჩაუდგება. საქართველოდან ჩართულია არაერთი კომპანია, რომლებიც სტუმრებს და მონაწილეებს განუმეორებელ საღამოს და საჩუქრებს პირდებიან. ღონისძიებას კი სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოდან ჩასული ქორეოგრაფი, ტაურუსის კასკადიორთა ოსკარის ჯილდოს მფლობელი ლაშა მძინარაშვილი, გიორგი ნოკოლაიშვილთან ერთად გაუძღვება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023