
შეგახსენებთ,რომ 9 აპრილს,ქ.ფლორენციაში, ქართულ-იტალიური გაზეთის “ქართული ფესვების” პრეზენტაცია გაიმართა,რომლის დამფუძნებელი გახლავთ, ქართველი ემიგრანტი ნინა სიბოშვილი.
გაზეთის ტირაჟი ყოველთვიურია და ის 16 გვერდს შეიცავს,აქედან 4 იტალიურეოვანია.გაზეთის ამ ნაწილის მიზანია, იტალიელებს საქართველო და ქართველები გააცნოს. ქართულენოვანი 12 გვერდი, მოიცავს სხვადასხვა მრავალფეროვან რუბრიკას: კულტურა, ხელოვნება, წერილები, უფლებების დაცვა, პოეზია, კულინარია, მილოცვები, იუმორი…

გთავაზობთ ინტერვიუს, გაზეთის მთავარ რედაქტორთან,ნინა სიბოშვილთან.
–რას გავეცნობით გაზეთის მეორე ნომერში ?
-ნომერს გთავაზობთ ახალი რუბრიკებით, როგორიცაა იუმორი, მე პატარა ქართველი ვარ ( პატარების ფოტოებით) , და იტალიური ენის შესწავლა,რომელსაც სპეციალურად გაზეთისთვის გვიწერს აკადემიკოსი ბ. გიორგი ბუხნიკაშვილი,ასევე აღსანიშნავია ტრანსფორმაციული ქოუჩი, ფსიქოკონსულტანტი, მედიატორი და პედაგოგი ქალბატონი ნონა მაჭარაშვილის სტატია, რომელიც მოგვითხრობს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ემიგრანტისთვის ფსიქოკონსულტაციები.

-გაზეთის მეორე ნომერში ქ.ფლორენციის ემიგრანტებსაც ხომ არ გაიცნობს თქვენი მკითხველი ?
-დიახ,ბევრ ქართველ ემიგრანტს გაიცნობთ ქ.ფლორენციიდან და არამარტო.მეორე ნომერში მწერალ ნინო ზამბახიძის გაეცნობა მკითველი, რომელიც ფლორენციის ემიგრანტია. გაეცნობით პოეტს- ბელა მოდებაძეს, მის შემოქმედებით მოღვაწეობას,ასევე ემიგრანტი შვილის სევდიან ისტორიას,რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.
– რა არის 4 გვერდიანი იტალიურენოვანი სტატიების მიზანი?
ჩვენი იტალიელი მეგობრები გაეცნობიან საქართველოს რეგიონებს,ასევე საქართველოსა და უცხოეთში ჩვენთვის ცნობილი და საამაყო ქართველების შესახებ,რომლებსაც ცალკე რუბრიკა დაეთმობათ.მაგ.გაზეთის მეორე ნომრის რუბრიკა- ქეთი მელუას მიეძღვნა,მწერალ ეკა ოთარაშვილის შემოქმედებას და მხატვარ ნიკო ფიროსმანს,რომელზედაც დარწმუნებული ვარ,აქამდე ბევრ იტალიელს უკვე არაერთხელ სმენია.
– როგორც ვიცი,თქვენ საქართველოში იმყოფებით,ეს საქმიან ვიზიტს უკავშირდება ?
დიახ,ასეა.სამუშაო ვიზიტით ვიმყოფები საქართველოში და ვაწარმოებ სხვადასხვა მოლაპარაკებებს.უკვე მქონდა ინტერვიუ სხვადასხვა მედიამაუწყებელთან, როგორიცაა :ტელეკომპანია ,,ქართული TV”, ინტერნეტ ტელევიზია ”’STARS TV” და სხვა.


წარმატებებს გისურვებთ❤❤
წარმატებებს გისურვებთ❤❤