,,ევროვიზია 2023-ის“ ხმის მიცემის წესები - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

,,ევროვიზია 2023-ის“ ხმის მიცემის წესები

   როგორც მოგეხსენებათ, ა/წლის 9 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით დიდ ბრიტანეთში ქ. ლივერპულში გაიმართება ევროვიზიის სიმღერის რიგით 67-ე საერთაშორისო კონკურსი, სადაც 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და მათ შორის საქართველოც. 2023 წლის ევროვიზიის სიმღერისკონკურსზე საქართველოს 11 მაისს, მეორე ნახევარფინალში, ირუ წარადგენს. 

  გამომდინარე იქიდან, რომ მონაწილე ქვეყანას კონკურსზე თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემის უფლება არ აქვს, საქართველოს წარმატებისათვის აუცილებელია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების აქტიური მხარდაჭერა. იმისათვის, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ქართველებმა შეძლონ საქართველოსთვის ხმის მიცემა, ამისთვის საჭიროა  უყურონ ევროვიზიის მსლელობას თავიანთი ქვეყნების საზოგადოებრივ მაუწყებლებზე, სადაც მითითებული იქნება ნომრები თუ როგორ უნდა მისცენ ხმა საქართველოს წარმომადგენელს. იმისათვის რომ ეს ნომრები, კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი თანამემამულეებისათვის, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა გუგლის სარეგისტრაციო ფორმა, სადაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს შეუძლიათ დატოვონ თავიანთი მონაცემები, რათა 11 მაისს მიიღონ ზუსტი სმს ინსტრუქცია, თუ როგორ დაუჭირონ მხარი საქართველოს. 

  ხმის მიცემა დაიწყება 11 მაისს, მას შემდეგ რაც ყველა ქვეყანა შეასრულებს საკუთარ ნომერს და გაგრძელდება მხოლოდ 20 წუთი. 

 მეორე ნახევარფინალში საქართველოსთვის ხმის მიცემა შეუძლიათ ქართველებს და არა ქართველებს შემდეგი ქვეყნებიდან.  ხოლო ფინალში გადასვლის შემთხვევაში 37-ვე ქვეყანას. 

სომხეთი

რუმინეთი

ესტონეთი

ბელგია

კვიპროსი

ისლანდია

საბერძნეთი

პოლონეთი

სლოვენია

სან მარინო

ავსტრია

ალბანეთი

ლიეტუვა

ავსტრალია

ესპანეთი

უკრაინა

დიდი ბრიტანეთი

დანია

ხოლო ფინალში გადასვლის შემთხვევაში 37-ვე ქვეყანას. 

(ისლანდია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, დანია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, იტალია, მალტა, სლოვენია, ხორვატია, სერბეთი, რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა, საბერძნეთი, კვიპროსი, სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, )

ხმის მიცემის წესები სახევარფინალის მსგავსად ფინალშიც იდენტურია. ხმის მიცემა დაიწყება 13 მაისს, მას შემდეგ რაც ყველა ქვეყანა შეასრულებს საკუთარ ნომერს და გაგრძელდება მხოლოდ 20 წუთი.

გულშემატკივართა სარეგისტრაციო ფორმა: 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023