დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მხატვარ შალვა ძნელაძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მხატვარ შალვა ძნელაძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 50-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და მხატვრის ოჯახის კოლექციებიდან. შალვა (ვალერიან) ძნელაძე დაიბადა 1892 წელს ჩოხატაურის რაიონში. დაწყებითი განათლება ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, სადაც ხატვაც ისწავლა. შემდეგ სწავლა თბილისში, „სახვითი ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან“ არსებულ სამხატვრო …










