ახალი ამბები Archives - Page 16 of 17 - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

ახალი ამბები

“KN TV”-ის სიუჟეტი მწერალ ჯაბა ქვლივიძის საბავშვო წიგნის “მეგობრების” პრეზენტაციასთან დაკავშირებით

19 მარტს, ქ.ფლორენციის წმ. ნინოს სახელობის ტაძართან არსებულ საკვირაო სკოლის დარბაზში,მწერალ ჯაბა ქვლივიძის საბავშვო წიგნის “მეგობრების” პრეზენტაცია გაიმართა,რომლის ორგანიზატორი გახლავთ ქ.ფლორენციაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი,ნინა სიბოშვილი. ჯაბა ქვლივიძე გახლავთ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და მინიჭებული აქვს არაერთი ლაურეატის წოდება და ჯილდოები სხვადასხვა ნომინაციაში. მისი სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ,როდესაც გამოიცა მისი პირველი …

“KN TV”-ის სიუჟეტი მწერალ ჯაბა ქვლივიძის საბავშვო წიგნის “მეგობრების” პრეზენტაციასთან დაკავშირებით Read More »

ნახეთ ვიდეო,რომლითაც საქართველო 2023 წლის “ევროვიზიაზე” წარდგება

  ირუ ხეჩანოვი საქართველოს 2023 წლის “ევროვიზიის” კონკურსზე სიმღერა Echo -თი წარადგენს. სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, მისი ტექსტი კი ირუ ხეჩანოვსა და ბენი ქადაგიძეს ეკუთვნით, ვიდეორგოლის რეჟისორი ზაზა ორაშვილია. შეგახსენებთ , რომ ირუ 2011 წელს მონაწილეობდა საბავშვო “ევროვიზიაზე” , სადაც გამარჯვება მოიპოვა. 2023 წლის 9-13 მაისს “ევროვიზიის” კონკურსი ლივერპულში ჩატარდება.  ვუგულშემატკივროთ ირუ ხეჩინოვს, საქართველოს წარმომადგენელს.

ხელოვნური ფოთოლი, რომელსაც ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია

შეიქმნა ხელოვნური ფოთოლი, რომელიც შეიძლება ჩაშენდეს მცენარეებში და მას შეუძლია ქარისგან ან წვიმისგან გამოიმუშაოს ელექტროენერგია, მას კინეტიკური ენერგია ხელოვნური ფოთლის ზედაპირზე მოხვედრილი წვიმის წვეთებიდან ელექტროენერგიად გადააქვს. მას LED ნათურების ჩართვა და ენერგიის გამომუშავება შეუძლია. გამოგონების ავტორები იტალიელი მკვლევარები არიან. სრული სტატიის წაკითხვა შეგიძლიათ ლინკზე: www.sciencedirect.com

Serie A : ვინ იქნება მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი?

Serie A-მ მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო, მონაწილეობა ყველას შეუძლია , რა თქმა უნდა, კვარაცხელია ჩამონათვალშია და შეგვიძლია მას მივცეთ ხმა. ხმის მისაცემად გადადით ბმულზე 👉 bit.ly/a3Z113kM

საქართველო-იტალია,40 წელი სცენაზე (მეორე სეზონის პირველი გადაცემა)

”ტრიო ტერცია” რას ნიშნავს 40 წელი იდგე სცენაზე გზა საქართველოდან ემიგრაციამდე ტკბილხმიანი ქართული სიმღერები მადლობა ქორეოგრაფ რიტა სიმსივეს, ამ გადაცემის იდეის მოწოდებისთვის.

,,გზავნილი საქართველოდან”

თამუნა ჯიქიას საავტორო გადაცემა ,,გზავნილი საქართველოდან” როგორია საქართველოში ქართული სიმღერისადმი პატივისცემა და ახალგაზრდების აქტივობა.კავშირები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის,მუსიკისადმი პატივისცემა და ემიგრანტებისათვის ემოციური გზავნილი სამშობლოდან. აღნიშნული თემის ირგვლივ მუსიკოსის დიანა გიორგაძის გულწრფელი პასუხები.

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top