“KN TV”-ის სიუჟეტი მწერალ ჯაბა ქვლივიძის საბავშვო წიგნის “მეგობრების” პრეზენტაციასთან დაკავშირებით - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

“KN TV”-ის სიუჟეტი მწერალ ჯაბა ქვლივიძის საბავშვო წიგნის “მეგობრების” პრეზენტაციასთან დაკავშირებით

19 მარტს, ქ.ფლორენციის წმ. ნინოს სახელობის ტაძართან არსებულ საკვირაო სკოლის დარბაზში,მწერალ ჯაბა ქვლივიძის საბავშვო წიგნის “მეგობრების” პრეზენტაცია გაიმართა,რომლის ორგანიზატორი გახლავთ ქ.ფლორენციაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი,ნინა სიბოშვილი. ჯაბა ქვლივიძე გახლავთ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და მინიჭებული აქვს არაერთი ლაურეატის წოდება და ჯილდოები სხვადასხვა ნომინაციაში. მისი სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ,როდესაც გამოიცა მისი პირველი წიგნი “პოეტის სული”. პრეზენტაციის მთავარი მიზანი გახლდათ ემიგრანტ ბავშვებთან შეხვედრა და როგორც თავად მწერალი აღნიშნავს,ძალიან საინტერესო საღამო შედგა. ქ.ფლორენციის ქართულ საკვირაო სკოლის ბიბლიოთეკას კიდევ ერთი საბავშვო წიგნი შეემატა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ.ფლორენციის სამრევლოს მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ანდრია ლაცაბიძე,საკვირაო სკოლის ხელნძღვანელი რეზო ჭეიშვილი და იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.

სიუჟეტის ავტორებიქეთი ნოეგიევა,მაკა ბრეგაძე,დათი თეთრაძე

1 thought on ““KN TV”-ის სიუჟეტი მწერალ ჯაბა ქვლივიძის საბავშვო წიგნის “მეგობრების” პრეზენტაციასთან დაკავშირებით”

  1. მარია დიუბაშ

    ჯაბა ქვლივიძე, მე წაკითხული მაქვს თქვენი დეტექტივები, ლექსები და თქვენს მიერ გამოცემული, საბავშვო წიგნი, რომელიც ძალიან მომწონს, მიხარია თქვენი წარმატებები და გისურვებთ თქვენი დასახული გეგმების ახდენას. უფალმა დაგლოცოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top