7 ოქტომბერს, ქ.ფლორენციაში, გავინანას კულტურის ცენტრში, გამოფენის პრეზენტაცია შედგა, რომელშიც ქართველი ემიგრანტი, მხატვარი ირმა ცინცაძეც იღებდა მონაწილეობას. კულტურის ცენტრი, მიზნად ისახავს მხატვრებს მისცეს თავისუფალი ასპარეზი,რათა თავიანთი შემოქმედება ხალხს გააცნონ. შემდეგი გამოფენა ნოემბერში გაიმართება და რასაკვირველია უკვე დაიწყო მისი სამზადისიც…..

ირმა პროფესიით მხატვარ- რეალისტია. ხატვა 11 წლის ასაკიდან დაიწყო.დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.6 წელია რაც ემიგრაციაში იმყოფება,ხანდაზმულის თანაშემწედ მუშაობს….24 საათიანი სამსახური,სულაც არ აღმოჩნდა მისთვის დაბრკოლება, პიქირით აქტიურად მუშაობს საკუთარი თავის განვითარებაზე,რომ მისი ნიჭი და შესაძლებლობები სხვასაც გააცნოს.

როგორც ქართულ-იტალიურ ტელევიზიას უყვება,ძალიან მალე პერსონალურ გამოფენას გეგმავს….მისი მიზანია, საკუთარი შემოქმედება, ფართო საზოგადოებას გააცნოს.
