5 ოქტომბერს, ქ. ჯოვინაცოში, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის,თეონა ბოტკოველის ორგანიზებით, ქართული საღამო გაიმართა.ღონისძიების ფარგლებში ემიგრაციაში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანებმა წარმოადგინეს ხელნაკეთი ნამუშევრები.

ქართული კულტურის საღამოს ესწრებოდნენ ემიგრანტი პოეტი ქალბატონები, რომლებმაც ქართულ და იტალიურ ენაზე წაიკითხეს მათი ლექსები. ასევე, ესწრებოდნენ პულიას რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქალაქ ჯოვინაცოს მერი, ბატონი მიკელე სოლიჩიტო, საქველმოქმედო ორგანიზაცია “Caritas Italiana“ წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები. საღამოს, აგრეთვე დაესწრნენ ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.

ქართული იტალიური მეგობრობისადმი მიძღვნილი საღამოს დასასრულს სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ქართული ღვინო.
