დღეს, 22 აპრილს, მსოფლიოში „დედამიწის დღე “ აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება. ეს დღე 1990 წლიდან საქართველოშიც აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავებისა და გამწვანების აქციები ტარდება.
წელს „დედამიწის დღის“ დევიზია „ინვესტიცია ჩვენი პლანეტისთვის“.
