14 მაისს, ქ.ფლორენციაში,თეატრ ,,ლე ლაუდიში” მომღერალ გიორგი სუხიტაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა.მომღერალმა ქართველი ემიგრანტებისთვის კარგად ნაცნობი სიმღერები შეასრულა.განსაკუთრებით ემოციური ,,ჰერიო ბიჭების ”სიმღერა აღმოჩნდა,რომელმაც მსმენელისგან მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

დიდი იტალიური ტურნე 14 მაისს, ფლორენციიდან დაიწყო და რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ნეაპოლში,რომში, ბარსა და სხვა ქალაქებში გაგრძელდება.
როგორც თავად გიორგი, ქართულ – იტალიურ ტელევიზია ,,KN TV”-სთან აღნიშნავს,მისთვის ემიგრაცია ნაცნობი თემააა და სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველ ემიგრანტებს გულწრფელი ემოცია,სიყვარული და სითბო გაუზიაროს.
კონცერტის დასასრულს,გიორგი ქართველ ემიგრანტებს შეხვდა და გულშემატკივრებთან,სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.


