ქართულ-იტალიურმა ტელეკომპანია KN TV-მ ევროვიზია 2024-ზე აკრედიტაცია მოიპოვა - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

ქართულ-იტალიურმა ტელეკომპანია KN TV-მ ევროვიზია 2024-ზე აკრედიტაცია მოიპოვა

ქართულ-იტალიურმა ტელეკომპანია KN TV-მ ევროვიზია 2024-ზე აკრედიტაცია მოიპოვა.ეს არის უპრეცედენტო შემთვევა, როდესაც ემიგრანტულმა ტელევიზიამ, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალზე აკრედიტაცია მოიპოვა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თავად ტელეკომპანია KN TV-ის დამფუძნებელი, ქეთი ნოგიევა აქვეყნებს. ქეთი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ქ.მალმეში გაემგზავრება და ემიგრანტებისთვის, პირდაპირ ჩართვებს მოამზადებს.

იმისათვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, უყუროთ ქართულ-იტალიურ ინტერნეტ ტელევიზია KN TV-ს, ამისათვის საჭიროა გამოიწეროთ Facebook გვერდზე. 6 მაისიდან,9 მაისის ჩათლით, ემიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ თვალი ადევნონ ევროვიზიის ფესტივალზე მიმდინარე მოვლენებს, კულისებს მიღმა, ინტერვიუ ნუცა ბუზალაძესთან. მაყურებელს, ყოველი დღის განმავლობაში ეცოდინება ყველა წესი,თუ როგორ უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს წარმომადგენელს.

აქვე შეგახსენებთ,რომ სულ რამდენიმე თვის წინ, ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN TV, სანრემოს ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც 74 წლის განმავლობაში, პირველად ქართველ ჟურნალისტს, ქეთი ნოგიევას, აკრედიტაცია RAI 1-მ გადასცა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023