ქართულ-იტალიურმა ტელეკომპანია KN TV-მ, ევროვიზის საერთაშორისო კონკურსზე, აკრედიტაცია უკვე მეორედ მოიპოვა.
აკრედიტაციის მიღება წელს განსაკუთრებით რთული იყო – თითოეული ჟურნალისტის სელექცია მკაცრი კრიტერიუმებით ხდებოდა. KN TV, ერთადერთი ლიცენზირებული ონლაინ ტელევიზიაა იტალიაში, რომელმაც არამხოლოდ ევროვიზიის, არამედ ლეგენდარული სანრემოს ფესტივალის (2024 და 2025) აკრედიტაციაც მოიპოვა.

ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე, საქართველოს მხარდასაჭერად ქ.ბაზილეაში, ტელეკომპანიის დამფუძნებელი და ჟურნალისტი, ქეთი ნოგიევა გაემგზავზავრება, რომელიც ქართველ და იტალიელ მაყურებელს, პირდაპირ ჩართვებსა და რეპორტაჟებს შესთავაზებს.


შეგახსენებთ, რომ წელს, ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე, საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს.

