ხვიჩა კვარაცხელია - ორი გამოცემის რჩეული - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

ხვიჩა კვარაცხელია – ორი გამოცემის რჩეული

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – ქართველი თავდამსხმელი კვირის რჩეულებში ერთდროულად ორმა საერთაშორისო პორტალმა დაასახელა.

Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში 8.2 ქულით შეაფასა და რაფაელ ლეაოზე წინ დააყენა, რომელმაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. რაც შეეხება Sofascore-ს, პორტალმა ხვიჩას ასპარეზობა „მილანთან“ 7.6 ქულით შეაფასა.

Whoscored (4-4-2 სათამაშო სქემა)

მეკარე: მენიო (მილანი)
მცველები: კალაბრია (მილანი), მილიტაო (რეალი), სილვა (ბენფიკა), გრიმალდო (ბენფიკა)
ნახევარმცველები: როდრიგო (რეალი), ვალვერდე (რეალი), ბარელა (ინტერი), კვარაცხელია (ნაპოლი)
თავდამსხმელები: მარტინესი (ინტერი), ოსიმენი (ნაპოლი)

Sofascore (4-1-4-1 სათამაშო სქემა)

მეკარე: კურტუა (რეალი)
მცველები: კარვახალი (რეალი), მილიტაო (რეალი), დიასი (მანჩესტერ სიტი), დიმარკო (ინტერი)
ნახევარმცველები: კიმიხი (ბაიერნი), როდრიგო (რეალი), ვალვერდე (რეალი), გრილიში (მანჩესტერ სიტი), კვარაცხელია (ნაპოლი)
თავდასხმელი: მარტინესი (ინტერი)

წყარო: 1tv.ge/news/ori

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top