ყველას, ვისაც კი ამ გზის გავლა მოუწევს გმირია და თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ძალიან ძლიერები უნდა გახდნენ, რადგან ემიგრანტობა ადვილი არ არის - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

ყველას, ვისაც კი ამ გზის გავლა მოუწევს გმირია და თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ძალიან ძლიერები უნდა გახდნენ, რადგან ემიგრანტობა ადვილი არ არის

მე ვარ ედიტა ქობალია,იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი.ჟურნალისტიკაზე და ტელეწამყვანობაზე მეოცნებე გოგონა. ქართულ/იტალიურმა ტელეკომპანია KN TV-იმ შეიძლება ითქვას ჩემი დიდი ხნის ოცნება ამიხდინა და ყოველდღიური რუტინული ცხოვრების და ფიზიკურად დატვირთული სამუშაოს პარალელურად ახალ საქმიანობას შევითავსებ. კვირაში ერთხელ შემოგთავაზებთ მსოფლიოში მიმოფანტული ემიგრანტების ისტორიებს. მანამ სანამ სხვების ისტორიებს მოგიყვებით,გადავწყვიტე თავად მე ვიყო ამ რუბრიკის პირველი გმირი და ჩემი თავი გაგაცნოთ.

ემიგრაცია და ჩემი განვლილი გზა

ყველას, ვისაც კი ამ გზის გავლა მოუწევს გმირია და თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ ძალიან ძლიერები უნდა გახდნენ, რადგან ემიგრანტობა ადვილი არ არის. წარმოშობით ვარ ზუგდიდიდან.. დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდის რაიონ სოფ. ნარაზენში, ბებია_ბაბუა , ბიძაშვილებთან ერთად… ძალიან ცელქი და ჯიიუტი ბავშვი ვიყავი.. მინდოდა , ყველას ჩემი სურვილები აესრულებინა.. მანამ ვერ მოვისვენებდი , სანამ ჩემს ნათქვამს არ შეასრულებდნენ.. ერთი სული მქონდა , პარასკევი დღე როდის დადგებოდა , რადგან წავსულიყავი ჩემს სოფელში , ჩემს ბებია ბაბუასთან და ბიძაშვილებთან… როდესაც მამა მეტყოდა წასვლაზე უარს, უბრალოდ ვიწყებდი ტირილს , თავს შევაცოდებდი და სხვა გზა არ ჰქონდა არ გავეშვი… სკოლაში, თემებს ძალიან კარგად ვწერდი, ვერ ვიტანდი საშინლად მათემატიკას და ინგლისურს , ამიტომ ამ საგნებში ყოველთვის დაბალი ნიშანი მქონდა…. ყოველთვის იმას მასწავლიდნენ, რომ მტერიც კი უნდა მყვარებოდა….. ასეთიც ვარ … ბავშვობიდან ყოველთვის მინდოდა ჟურნალისტობა , მაგრამ სამწუხაროდ ვერ ავიხდინე ეს ოცნება , რადგან ოჯახს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა და პირობები, რომ ორივე შვილისთვის ესწავლათ. მეც თავი დავანებე ამ ოცნებაზე ფიქრს და გადავწყვიტე ემიგრაციაში წასვლა. პირველად , როცა ემიგრანტი გავხდი ვიყავი 19 წლის. წავედი თურქეთში, კერძოდ სტამბულში.. თავიდან გამიჭირდა ამ გზის გავლა , მაგრამ დროდადრო შევეჩვიე. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ზოგმა აზრი შეჰმატა ცხოვრებას , ზოგმა კი უბრალოდ თავდაყირა დამიყენა ცხოვრება. ჩემმა ქართველებმა, ქუჩაში დამტოვეს,მხოლოდ იმის გამო , რომ მასზე მეტს ვშრომობდი და საცხოვრებელი ბინიდანაც გამაგდო.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეროვნებით თურქმა , ფეხზე დამაყენა , მომცა საცხოვრებელი .ჩვენ ხომ მთელი ბავშვობა იმას გვასწავლიდნენ , რომ თურქები მტრები იყვნენ…

5 წელი ვიცხოვრე სტამბულში და გადავწყვიტე ჩემი ბედი იტალიაში მეცადა.ასე ჩამოვედი ქ. ნეაპოლში…თურქეთთან შედარებით , იტალიაში ემიგრანტობა უფრო ძნელია ჩემი აზრით.. თუ არ გაქვს ძალა იმის , რომ მოითმინო, სუსტს გადაუვლიან. აქ ჩამოსვლის დროს ყველაფრისთვის უნდა იყო მზად……. გამიჭირდა, მაგრამ ვუძლებ .. ვუძლებ აქ ცხოვრებას , ვუძლებ აქაურ ემიგრანტობას, რადგან მაქვს მიზნები, რომლის ახდენაშიც ვფიქრობ, იტალია დამეხმარება .. აქ ცხოვრება ძალიან ძნელია. მთავარია გქონდეს გამძლეობა, მოთმინება და ყველაფერი კარგად იქნება. დასაწყისი ყველაზე მწარეა, მაგრამ ამ სირთულის გავლაც შეიძლება. ბედნიერებას ვუსურვებ ყველა ქალბატონს, რომლებსაც ამ გზის გავლა უწევთ.მართლაც , ძნელია ოჯახისგან მოწყვეტა წლების მანძილზე.. ძნელია შორიდან უყურო შვილებს , რომლებიც უშენოდ იზრდებიან, უშენოდ გადიან ცხოვრების ყველა ეტაპს და ბოლოს ,როცა დადგება ეს დღე , მათთან შეხვედრის გიპყრობს შიში.. შიში, იმის თუ არ იცი როგორ შეგხვდებიან ისინი ამდენი წლის უნახავს. ფაქტიურად გაუცხოებულს , ძნელია ეს ყოველივე…. ჩემი მიზანი არის , გავხდე წარმატებული, და ხალხს ვაჩვენო , რომ არ არსებობს დაბრკოლება რისი გადალახვაც შეუძლებელია !!!ვაჩვენო ხალხს , რომ თუ მოინდომეს ყველაფერი შეისაძლებელია ამ ქვეყნად !! არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ , რამდენი წლის ხარ და ა.შ წარმატებები ყველა ემიგრანტს.

ავტორი : იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ედიტა ქობალია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top