19 მარტს, კვირას ,13:00 საათზე, ქ.ფლორენციის წმ. ნინოს სახელობის ტაძართან არსებულ საკვირაო სკოლის დარბაზში,საბავშვო წიგნის “მეგობრები”-ის პრეზენტაცია გაიმართება.საღამოს საპატიო სტუმარია, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი,მწერალი ჯაბა ქვლივიძე (ბერიკაცი) – ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, სამგზის წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ “ივერიის” სახელობის პროზა- პოეზიის პრემია – “ივერიას” ჯვრით დაჯილდოვებული სხვადასხვა ნომინაციაში. მისი შემოქმედება დაიწყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ,როდესაც გამოიცა მისი პირველი წიგნი “პოეტის სული”. არის ავტორი წიგნებისა – “შურისძიება”- დეტექტიური რომანი, “მეგობრები”- საბავშვო წიგნი “კანონის სადარაჯოზე”- 10 დეტექტივი და “ჩემი შემოქმედების ფურცლები”- პირველი ტომი.
პრეზენტაციის მთავარი მიზანია ემიგრანტ ბავშვებთან შეხვედრა და როგორც თავად მწერალი გვპირდება, ძალიან საინტერესო საღამო შედგება. ქ.ფლორენციის ქართულ საკვირაო სკოლის ბიბლიოთეკას კიდევ ერთი საბავშვო წიგნი შეემატება.ინფორმაციას, თავად საღამოს ორგანიზატორი, ქართველი ემიგრანტი, ნინა სიბოშვილი ავრცელებს.

ჟურნალისტი:ქეთი ნოგიევა