ქართულ-იტალიური ტელევიზიის KN TV-ის პრეზენტაცია - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

ქართულ-იტალიური ტელევიზიის KN TV-ის პრეზენტაცია

26 თებერვალს, ქ.ფლორენციაში ქართულ-იტალიური ინტერნეტ-ტელევიზიის პრეზენტაცია გაიმართა. Keti Nogieva-ს ბლოგის მეშვეობით,თქვენ გქონდათ შესალებლობა თვალი გედევნებინათ სრული ტრანსლაციისათვის,რისთვისაც მადლობას ვუხდით “KN TV”-ს კორესპოდენტს დოდუკა ბრატულიჩს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს საელჩოს იტალის რესპუბლიკაში, წარმომადგენელი ბ-ნი ირაკლი ვეკუა, კანადიდან სპეციალურად მოწვეული სტუმარი – იურისტი გიორგი მარიამული, იტალიის ერთ-ერთი სატელევიზიო სტუდიის დირექტორი ანტონიო ლეტიერი,იტალიელი მუსიკოსი და პროდიუსერი ვიტორიო რეალე,იტალიის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ემიგრანტები , ქართული კულტურული ასოციაციაციის “Georgiani Di Livorno ” -ს პრეზიდენტი ლალი ლომთაძე და ამავე ასოციაციის წევრები. რეპორტაჟი ტელევიზიის შესახებ გაშუქდა იტალიის ინტრნეტ ტელევიზია “მერანის” მიერ.მადლობა მელი თურმანიძეს და გვინინას მხარდაჭერისათვის.

ტელევიზიის დამფუძნებელმა, ქეთი ნოგიევამ და საელჩოს წარმომადგენელმა ირაკლი ვეკუამ სიმბოლურად გაჭრეს წითელი ლენტი და დამსწრე საზოგადოება დარბაზში მიიწვიეს. საღამოს უძღვებოდნენ სარედაქციო პოლიტიკის ხელმძღვანელი და პროდიუსერი, მაია ხომერიკი და ქართულ–კულტურულ ასოციაცია ,,ქართულიტას” პრეზიდენტი და ,,Duo lalimberti-ს” წევრი, ქ-ნი ლალი ბურდული. ქეთი ნოგიევამ ვრცლად ისაუბრა ტელევიზიის შექმნისა და დაფუძნების იდეაზე, საავტორო გადაცემებზე. ინოვაციურ პროექტებზე და ხაზგასმით აღნიშნა ის ტიტანური შრომა,რაც წინ უძღვოდა ტელევიზიის დაფუძნებას.მანვე, მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის საქართველოს ტელევიზიებს, განსაკუთრებით კი “ TV IMEDI”-ს, “KN Tv”-ს დაფუძნებისადმი მიძღვნილ ღონისძიების გაშუქებისათვის. ასევე მადლობა გადაუხდა შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც ყოველდღიურად მაყურებელს საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ გადაცემებს შესთავაზებს.

პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა კონცერტი, რომელშიც წმინდა ნინოს ტაძართან არსებული ანსმაბლი ,,ნანილა”, ტრიო ,,ტერცია”, ემიგრანტი პოეტები გიორგი რამაზაშვილი და ზოია სადუნიშვილი, იტალიელი მომღერალი Antonio Totaro და ,,duo lalimberti’’ მონაწილეობდნენ. ლალი ბურდულისა და დუჩო ლიმბერტის მიერ უტკბილესად შესრულებულ სიმღერას ,,საქართველოო ლამაზო’’, კონცერტის ყველა მონაწილე და მოწვეული სტუმრებიც შეურთდნენ. პრეზენტაცია, სამშობლოს ნოსტალგიითა და მონატრებით გაერთიანებული ემიგრანტების გულიდან ამოხეთქილი სიმღერით დასრულდა.

რედაქტორი:მაია ხომერიკი

2 thoughts on “ქართულ-იტალიური ტელევიზიის KN TV-ის პრეზენტაცია”

  1. დავით გუჯაბიძე

    ძალიან მაგარი და მოსალოცი საქმეა!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top