ქართულ-იტალიური გაზეთი ,,ქართული ფესვების'' მე-3 ნომერი გამოიცა - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

ქართულ-იტალიური გაზეთი ,,ქართული ფესვების” მე-3 ნომერი გამოიცა

ქართულ-იტალიური გაზეთი ,,ქართული ფესვების” მე-3 ნომერი გამოიცა და მისი შეძენა ქ.ფლორენციასა და სხვა ქალაქებში უკვე ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია.გაზეთის ტირაჟი ყოველთვიურია და ის 16 გვერდს შეიცავს,აქედან 4 იტალიურენოვანია.გაზეთის ამ ნაწილის მიზანია,იტალიელებს საქართველო და ქართველები გააცნოს.ქართულენოვანი 12 გვერდი,მოიცავს სხვადასხვა მრავალფეროვან რუბრიკას : კულტურა,ხელოვნება,წერილები,პოეზია,კულინარია,მილოცვები,იუმორი და მრავალი სხვა.

როგორც გაზეთის მთავარი რედაქტორი,ნინა სიბოშვილი აღნიშნავს,გაზეთს მნიშვნელოვანი სიახლე აქვს.ამჯერად გაზეთის 4 გვერდი, ფერადი იქნება.გთავაზობთ მესამე ნომრის რუბრიკებს,რომელსაც მკითხველი შეძენის შემთხვევაში გაეცნობა.

  • რატომ არიან იტალიელები რომაელები
  • ემიგრანტ პოეტს თამარ ქართლელს.
  • ემიგრანტი დედის მირანდა ლიპარტელიანის სევდიან წერილს.
  • ემიგრანტი მაყვალა რაზმაძის სტატიას – “უდანაშაულოთა” მუზეუმი.
  • ემიგრანტ თამარ ჩხეიძის ბიოგრაფიას
  • სოფია ამბროლაძის – სასარგებლო რჩევებს და “ლიმონჩელოს” რეცეპტს.
  • მერი ჭინჭარაულის სტატია- დღეს პირველი ივნისია!
  • ნათია დალაქიშვილის- მე დავბრუნდი საქართველოში!
  • გაიცნობთ საბერძნეთის ემიგრანტ კონდიტერს თეა კაკუშაძეს.
  • გ.ბუხნიკაშვილის რუბრიკა ,,შეისწავლე იტალიური ენა ”
  • აზა იმნაიშვილის გურული იუმორი.
  • ფოტოკოლაჟი რუბრიკაში “მე პატარა ქართველი ვარ”, და სხვა…
  • ვრცელი სტატია წმ. ნინოს შესახებ.
  • გაიცნობთ ცნობილ ქართველ ქირურგს რამაზ დათიაშვილს.
  • ქართველ პიანისტს ხატია ბუნიათიშვილს.
  • იტალიელ მწერალ ფილიპპო მორეტტის.
  • ასევე რუბრიკაში “LA MIA AMICA GEORGIANA” ძალიან საინტერესო წერილს, რომელიც იტალიელმა ქალბატონმა პატრიცია ჯუფფემ გამოგვიგზავნა რომიდან.
  • მხატვარ ლადო გუდიაშვილს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top