დღის ბოლოს შეგახსენებთ: ქართველი ქალბატონი რომელიც იმყოფება ნეპოლის საავადმყოფოში, თვეზე მეტია რეანიმაციულ განყოფილებაში არის ძალადობის მსხვერპლი!….ყველა დუმს! ყველამ იცის რაც მოხდა! …. სრულიად მარტო დარჩა რამოდენიმე ადამიანის ანაბარდ და შვილი რომელიც პოლონეთშია სამუშაოდ! ჩამოვიდა, მაგრამ წავიდა, რადგან თანხა არ ეყო აქ გასაჩერებელი…ამაზე მეტი რა დავწერო..არც ამინ მჭირდება სტატუსზე და არც გმირის სახელი…რამ დაგადუმათ ხალხნო, არადა ყველა სამართალს ეძებთ….მაინცდამაინც თავად უმდა გაგიჭირდეთ? რომ მიხვდეთ როგორ სჭირდება თანადგომა ქალს? გახსნილია ანგარიში….რამდენი ხართ დახმარების მსურველი….ქალი შეეწირა სამსახურის გადასახდელი თანხას და იქნებ საქართველომდე ჩავიყვანოთ! ….და ზოგადად არც საქართველომდე მიაღწია ხმამ და არც იტალიაში არსად არა! გრცხვენოდეთ ბევრს!….მე არ დავპატარარებულვარ ისე რომ შევეკრა მათ ვისაც ქალები ყავს ბინაში რომ ასე კლიენტები ვიშოვო და მერე ფეხებზე დავიკიდო ვინმე…ყველას უპასუხებს ცხოვრება! ფ.კ
პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი,მსოფლიო საემიგრაციო საზოგადოება ,,ანოლფის” ოპერატორი,ფიქრია კუჭუხიძე. თუ რა მოხდა ქ.ნეაპოლში და ვისი მხრიდან გახდა ქართველი ემიგრანტი ძალადობის მსხვერპლი,ამის შესახებ დეტალებს,სწორედ ფიქრია კუჭუხიძე იძიებს და როგორც თავად ამბობს, ქართველ ემიგრანტებს სამართლიანობის ზეიმს ჰპირდება.
