სცენაზე გასვლამდე ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ატირებულ მწვრთნელს და სპონტანურ დუეტს - ნამდვილად ვერ. - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

სცენაზე გასვლამდე ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ატირებულ მწვრთნელს და სპონტანურ დუეტს – ნამდვილად ვერ.

სცენაზე გასვლამდე ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ატირებულ მწვრთნელს და სპონტანურ დუეტს – ნამდვილად ვერ.ესეც ჩემი გამოსვლა გერმანული ვოისის ბრმა ქასთინგზე.სოციალურ ქსელში პოსტს ლიზა გოზალიშვილი აქვეყნებს და ინტერნეტ სივრცესაც ნაკევე იპყრობს. გამოქვეყნებულმა ვიდეომ,ერთ დღეში ათასობით ნახვა და მოწონება დაიმსახურა.

19 წლის ქართველი მუსიკოსი ლიზი გოზალიშვილი The Voice of Germany-ის 2023 წლის სეზონის მონაწილეა.მისი გამოსვლა 12 ოქტომბერს გერმანულ ტელეარხ ProSieben-ის ეთერში გავა.როგორც ანონსიდან ვხედავთ, ლიზი გოზალიშვილი მაიკლ ჯექსონის Earth Song-ს შეასრულებს.

ქართველი მუსიკოსი ლიზი გოზალიშვილი გერმანიაში ცხოვრობს და სწავლობს, მისი დიდი სურვილი ყოველთვის იყო გერმანულ Voice-ში მოხვედრა. საქართველოში ლიზის არაერთ მუსიკალურ შოუში მიუღია მონაწილეობა. იგი საავტორო მუსიკას წერს და მისი სიმღერები მელოდიური, სახასიათო ხმით და ჰარმონიული ჟღერადობით გამოირჩევა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top