”ეს არის ჩემი წლის რჩეული ფოტო… მე და სანრემოს ფესტივალის ხელმძღვანელი და ტელეწამყვანი, კარლო კონტი, დაცვის,ფოტოგრაფებისა და ასობით ჟურნალისტის ობიექტივში!
მასთან მიახლოებას, შეხვედრას, საუბარს, ინტერვიუს, ბევრი ჟურნალისტი ცდილობდა, თუმცა ეს ყველაფერი ურთულესი იყო…ფაქტობრივად, შეუძლებელი…..გარბის…. დაცვაც უკან სირბილით მიჰყვება… მიახლოება შეუძლებელია… ამ დროს,სულ რაღაც წამებში, ვახერხებ ხმა მივაწვდინო: “ეს ფოტო, იქნება გზავნილი საქართველოსთვის და ქართველი მაყურებლისთვის” . მიცნო, გამიღიმა და მითხრა: Georgia? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა… დიდი მოკითხვა საქართველოს და გაიქცა არისტონის სცენისაკენ🇬🇪🇬🇪🇬🇪პრესის ოთახში, ქართველი ჟურნალისტის სახელით, მასთან რამდენიმეჯერ წარვსდექი..საქართველოს წარმომადგენლობა და ქართველი მაყურებლისგან წამოსული სიყვარული, მისთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა… ჩემს მიერ გადაცემული ქართული ღვინო კი,მისთვის სასიამოვნო ჟესტი აღმოჩნდა… ინტერვიუს იხილავთ ქართულ-იტალოური ტელეკომპანია KN TV-ის Facebook გვერდზე)
Perché Sanremo è Sanremo !
მადლობა სან-რემო! მიხარია, ბედნიერი ვარ და ამაყი! დიდი ემოციებით და გულისწყვეტით ვტოვებ სანრემოს!
მომავალ შეხვედრამდე სან-რემო”
პოსტს სოციალურ ქსელში, ქართველი ჟურნალისტი და ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN TV-ის დამფუძნებელი, ქეთი ნოგიევა აქვეყნებს.
