სან-რემოს რიგით 75-ე ფესტივალს, ქართველი აკრედიტებული ჟურნალისტი, ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN TV-ის დამფუძნებელი, ქეთი ნოგიევა ესწრება. ქეთი, უკვე მეორე წელია, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალს, ქართველი და იტალიელი მაყურებლისთვის აშუქებს. ჟურნალისტს, შესაძლებლობა ჰქონდა, იტალიის სახელმწიფო ტელეკომპნია Rai 1-ს პირდაპირ ეთერში, საქართველოს სახელით წარმსდგარიყო და სანრემოს ფესტივალის მონაწილეებთან, შეკითხვებით წარმსდგარიყო.
სან-რემოს ფესტივალი 11 თებერვალს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდება. ფესტივალის განმავლობაში, ყოველდღიურად იმართება კონფერენცია,რომელსაც უძღვება სამხატვრო ხელმღვანელი და ცნობილი ტელეწამყვანი, კარლო კონტი,მასთან ერთად ტელეკომპანია Rai 1 -ს შემოქმედებითი გუნდი და სპეციალურად მოწვეული სტუმრები. კონფერენციას, ასობით აკრედიტებული ჟურნალისტი ესწრება,რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, სანრემოს ფესტივალის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს, შეკითხვები დასუვან. ქართველმა ჟურნალისტმა, ქეთი ნოგიევამ, საკონფერენციო დარბაზში,საქართველოს სახელით შეკითხვა დასვა და საუბრის დასრულების შემდეგ, სამხატვრო ხელმძღვანელსა და ტელეკომპანია Rai 1-ს შემოქმედებით გუნდს, საჩუქრად ქართული ღვინო გადასცა. ცნობილ იტალიელ მომღერალს კრისტიანო მალჯოლიოს კი, ქართველი მხატვრის,ნინო ბალის ნახატი გადასცა. კრისტიანო მალჯიოლიოს მიერ დაწერილი სიმღერები, საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლოს. ალბათ, ყველას გახსოვთ სიმღერა, ”Ancora,ancora,ancora”,რომელიც საქართველოში არაერთმა ქართველმა მომღერალმაც შეასრულა. ქეთიმ, სწორედ ამაზე ისაუბრა და მუსიკოსი საქართველოში მიიწვია. კრისტიანოამ, აღფრთოვანება ვერ დამალა და საქართველოში ჩასვლის დიდი სურვილი გამოთქვა.


მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში, ქართველი ჟურნალისტის რეპორტაჟი გავრცელდა, უამრავი კითხვა დაისვა, თუ ვინ იყო იმ ცნობილი ქართველი მხატვრის სახელი, რომელმაც მუსიკოსს ნახატი გაუგზავნა.. ნინო ბალი, გერმანიაში მოღვაწე თანამედროვე ხელოვანია, რომელიც გახლავთ ულამაზესი ფერწერული ნამუშევრების ავტორი, არაერთი საერთაშორისო გამოფენის წარმატებულ მონაწილე, პროფესიულ განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული მხატვარი, რომლის ნახატმაც, ცნობილი იტალიელი მუსიკოსის, კრისტიანო მალჯიოლიოს გულიც მოიგო.

ნინო ბალის, საკმაოდ მრავალფეროვანი ბიოგრაფია და პროფესიული გზა აქვს განვლილი, რაც სხვებითვის მისაბაძსა და სანიმუშოს ხდის:
🔴კურსის ხელმძღვანელი / პედაგოგი ბაუნატალის ხელოვნების სკოლაში;
🔴🎨 გამოფენა მალიორკაზე: “გალერეა a66”;
🔴🎨გამოფენა კასელში: “ხელოვნების ბაზრობა “კასელი””;
🔴🎨 გამოფენა სიცილიაში: “ბისკარის სასახლე”;
🔴🎨გამოფენა რომში: “არტექსპო”;
☑ პროექტის ხელმძღვანელი “უკრაინის ფერები”;
☑🎨 ხელოვნების პროექტი “Erasmus პროექტი”;
🔴🎨 გამოფენა ბრემენში, “გალერეა Yalerie”;
☑ გახლავთ პედაგოგი “ვალდაუს ღია სკოლაში”;
☑ ხელმძღვანელობს კერძო და ჯგუფურ კურსება ბავშვებისა და მოზრდილებისთვის კასელში;
🖌 ქალბატონი ნინო თავის შემოქმედებაში სხვადასხვა ტექნიკას იყენებს როგორიცაა: აკრილი და ზეთის ფერები, პასტელი, ჟელე, მერბლინგი, ენკაუსტიკა და სხვ.
☑ის ასევე გახლავთ ინტერიერის დიზაინერი ბინების, ოფისებისა და ღონისძიებებისთვის;
🎨📖 გახლავთ ილუსტრატორი საბავშვო წიგნებისა და ჟურნალებისთვის;
☑ ქალბატონი ნინო მაღალკვალიფიციური და ინტელექტუალი პიროვნებაა:
🔴🎨 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ხელოვნების აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრატურა სპეციალობით “სცენის მხატვრობა კინოსა და ტელევიზიისთვის”;
🔴დაეუფლა ფოტოგრაფიის ხელოვნებას
🔴 სტაჟირება გაიარა სატელევიზიო არხ “TV იმედზე”;
🔴 ფლობს ქართულ, გერმანული, ინგლისურ და რუსულ ენებს;
სწორედ ნინო ბალის ნახატი დაამშვენებს მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკალურ ფესტივალზე, სან- რემოში.