31 დეკემბერს მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ,ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” საახალწლო ეთერში,ცნობილი იტალიელი ტელეწამყვანის, კომპოზიტორისა და მომღერლის კრისტიანო მარჯიოლიოს მიერ დაწერილი სიმღერა ,,Ancora,ancora,ancora” შეასრულა,რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა.
როგორც ცნობილია,ხმამ იტალიამდეც მიაღწია და თავად კრისტიანომ,სოფოს ნამღერი საკუთარ გვერდზე გააზიარა.იტალიაში წლებია ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტი ცხოვრობს,რომელმაც 1 წლის წინ ქართულ-იტალიური ონლაინ ტელევიზია დააფუძნა და იტალიელებს საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს აცნობს.
ახალი წლის წინა ღამეს, ქართველმა ჟურნალისტმა,ქეთი ნოგიევამ,კრისტიანო მარჯიოლიო გაიცნო და მას ინტერვიუს ჩაწერა სთხოვა..როგორც თავად ქეთი ამბობს,კრისტიანოს ქართველი მოსახლეობის სახელით,განსაკუთრებით კი იტალიაში მცხოვრები ემიგრანტების სახელით,დიდი მოკითხვა და სიყვარული გადასცა. ერთმანეთთან დამეგობრება ქართველ ჟურნალისტსა და ყველასათვის საყვარელ მომღერალთან,კრისტიანოსთან მეგობრობა,ინსტაგრამზეც გაგრძელდა,რის შემდეგაც ქეთიმ ქართველი მომღერლის,სოფო ნიჟარაძის სიმღერა პირადში გაუგზავნა ტექსტით ,,ცნობილი ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე,თქვენს სიმღერას ასრულებს,ქართველებს ძალიან უყვარხართ”.კრისტიანომ საპასუხოდ, პოსტი საკუთარ გვერდზე გააზიარა…
როგორც ქართულ-იტალიური ონლაინ ტელევიზია KN TV-ის დამფუძნებელი ქეთი ნოგიევა აღნიშნავს,ძალიან მალე ცნობილ მომღერლებთან ინტერვიუ ჩაიწერება.
ყოჩაღ ქეთი. მადლობა. წარმატებებს გისურვებ. მიხარია რომ სოფოს კიდევ უფრო შეიყვარებს იტალია. ♥️🎄🎉🇬🇪🇮🇹
საოცარი შესრულება❤️🎊
Შოკი! ძალიან მაგარი შესრულება! როგორი სცენიურია! მაგარია!
ულამაზესი შემსრულებლის ულამაზესი შესრულება! 💖👏👏👏
საუკეთესო შესრულება
ეს სიმღერა ლამის 50 წლის წინ შეასრულა მინამ იტალიელ მომღერალმა.
რამდენადაც ვიცი ესა მისი საავტორო სიმღერა. ვინ დაწერა ტექსტი არ ვიცოდი
👏👏👏👏❤️
ქეთი ბრავაა🥰❤️🙏🏻🎉🥂🎄 ვგიჟდები სოფიზე🥰 მიხარია ეს მნიშვნელოვანი ფაქტი. წარმატებები!
Ar mwyindeba ver davtvli imdenjer uyreb. Brava sofo nisharadze 🇬🇪🇮🇹
ულამაზესი სიმღერაა და სოფო ნიჟარაძემ, კი უმაღლეს დონეზე შეასრულა! თქვენ დიდი მადლობა სიმღერის ავტორთან ინტერვიუსთვის!