დღეს ,,არქი“ ლიდერი დეველოპერული კომპანიაა და უკვე 30 000-მდე არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს.არქი ერთი დიდი ოჯახია – კომპანია ბინის შეძენის შემდეგ აგრძელებს მაცხოვრებლებზე ზრუნვას, უქმნის მათ კომფორტს და სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს,რომლის ნათელი მაგალითია უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტის,ქეთი ნოგიევას ისტორია.ქეთიმ ბინა 2 წელიწადნახევრის წინ შეიძინა და როგორც თავად ამბობს,მასზე მორგებული გადახდის გრაფიკის მეშვეობით,შეძლო ოცნების ახდენა.როდესაც კომპანია ,,არქიმ“ ემიგრანტის წარმატების შესახებ შეიტყო,მას მხარი დაუჭირა და გამოთქვა მასთან თანამშრომლობის მზაობა.
26 თებერვალს, ქ.ფლორენციაში, ინტერნეტ ტელევიზია “KN TV “-ის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა , რომლის მხარდაჭერიც სწორედ დეველოპერული კომპანია “არქი ” გახლდათ. აღსანიშნავნია,რომ მათ არა ერთხელ გამოიჩინეს თანადგომა ცნობილი სპორტსმენებისა და სოც.დაუცველი მოქალაქეების მიმართ, რომელიც გამოიხატება ბინის საკუთრებაში საჩუქრად გადაცემაში, ასევე კომპანია გვერდში უდგას ემიგრანტებს და მათ სთავაზობს მათზე მორგებულ საუკეთესო პირობებს.” არქიმ “ გამოთქვა მზაობა აქტიურად ითანამშრომლოს “KN TV“ და ხელი შეუწყოს მის ფუნქციონირებას, რისთვისაც დამფუძნებელი ქეთი ნოგიევა მადლობას უხდის მათ მხარდაჭერისთვის.
Minda Bina da t-shirt Raiden meqneba gadasaxdeli50²ze