მიმტანობიდან დიდ სცენამდე! ვინ არის ქართველი გოგონა,რომელიც სოციალურ ქსელებს იპყრობს-სიმღერის პრემიერა KN TV-ის ეთერში - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

მიმტანობიდან დიდ სცენამდე! ვინ არის ქართველი გოგონა,რომელიც სოციალურ ქსელებს იპყრობს-სიმღერის პრემიერა KN TV-ის ეთერში

ანა ჩოთალიშვილი პროფესიით ფარმაცევტია,3 წლის წინ ოჯახთან ერთად ემიგრაციის დიდ ნაკადს შეუერთდა.იტალიაში წარმატების მისაღწევად ურთულესი ეტაპები გაიარა. მიმტანად მუშაობის პერიოდში,ერთ-ერთ საღამოზე, რესტორნის მეპატრონის დიდი თხოვნის შემდეგ, ესპრომტად ქართული სიმღერა შეასრულა და იქ მყოფი სტუმრებისგან დიდი მოწონებაც დაიმსახურა.საღამოს ესწრებოდა იტალიელი ცნობილი სოპრანო კატია რიჩარელი,რომელმაც ქართველი მომღერლის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა. ქართველი ემიგრანტის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა,სოციალური ქსელი მოიცვა. ოდნავ მოგვიანებით იტალიელი რეპერი DARKEN დაუკავშირდა, რომელმაც ქართულ-იტალიური დუეტის ჩაწერა შესთავაზა. ასე გადაიქცა ქართველი ემიგრანტის საოცნებო ზღაპარი რეალობად.

16 აგვისტოს,ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN TV-ის ეთერში ANKA&DARKEN&TAIRUS ერთობლივი კლიპის პრემიერა შედგა. როგორც თავად მომღერალი აღნიშნავს,დუეტი ერთ-ერთი იტალიური კონკურსისთვის ემზადება.

დუეტი ანკა & Darken განსაკუთრებულ მადლობას უხდის კოლაბორაციისთვის რადიოსადგურ ”Radio alto Jonio” -ს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top