მილანში ქართულ-იტალიური ლიტერატურული რესტორანი ,,მერისი'' გაიხსნა - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

მილანში ქართულ-იტალიური ლიტერატურული რესტორანი ,,მერისი” გაიხსნა

17 ივნისს მილანში, ქართულ-იტალიური ლიტერატურული რესტორანი ,,მერისი” გაიხსნა, რომლის დაფუძვნებლებიც იტალიაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტები მელი თურმანიძე და ლადო ბერიძე არიან.

ღონისძიება დახურული იყო, რომელსაც სპეციალურად მოწვეული სტუმრები დაესწრნენ,მათ შორის იმყოფებოდა ქ.მილანში წმ.თამარ მეფის სამრევლოს წინამძღვარი,არქიმანდრიტი კირიონ მაჩაიძე.საზოგადოება ქართულ-იტალიური რესტორანში სტუმრობას და კერძების დაგემოვნებას ამა წლის ივნისის ბოლოდან შეძლებს. 

ლიტერატურული რესტორანი ქართულ-იტალიურ ბიბლიოთეკა ,,მერანსაც” მოისაზრებს, რომელიც 2021 წელს ქალბატონმა მელიმ დაარსა. შესაძლოა TV MERANI-ს გადაცემებიც,სწორედ ამ გარემოში ჩაიწეროს.

ღონისძიებას ქართულ-იტალიური ტელევიზიის დამფუძნებელი ქეთი ნოგიევაც ესწრებოდა,რომელიც რესტორნის გახსნასთან დაკავშირებით,”Merani tv” –სთან ერთად,ერთობლივ სიუჟეტს მოამზადებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top