მე ვერასდროს ვერავის ვერ ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…რა პოსტს აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველი - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

მე ვერასდროს ვერავის ვერ ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…რა პოსტს აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველი

მე ვერასდროს ვერავის ვერ ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…
არანაირი ძალა და ძალაუფლება არ გამაჩნია პასუხი ვაგებინო ამაში დამნაშავე პირებს, მაგრამ იმის უფლებას ვიტოვებ შეურიგებელი დავრჩე გადაწყვეტილების მიმღები ყველა ჩინოსანის მიმართ, ვინც რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საათი დააკარგვინა მეწყერის მსხვერპლებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად!
არაპროფესიონალიზმის, დილეტანტური და პროვინციალური მიდგომის, გაუაზრებლობის, უსაფუძვლო ამბიციურობის და ჩამორჩენილი მენტალიტეტის გამო გვაქვს ეს ტრაგიკული რეალობა, რომელიც დაატყდა ჩემ რაჭას და მის მკვიდრებს თუ მასპინძლებს!
ამასთანავე მახრჩობს სიბრაზის შეგრძნება ყველა იმ ადამიანის საბურველში გამოწყობილი გარეული ცხოველის მიმართ, ვინც სოციალურ ქსელებში გარდაცვლილებს პოლიტიკურ გემოვნებას და სოციალურ აქტიურობას უხსენებს, როგორი კომენტარებიც არაერთი შემომხვდა უკვე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top