ერთ-ერთი სრულყოფილი საკვები, რომელიც სავსეა ცილებით, ადვილად მოსამზადებელი და ხელმისაწვდომია არის კვერცხი, რომელსაც დიეტების დროსაც ხშირად (ყოველთვის) იყენებენ.
“კვერცხი არის ის საკვები, რომელსაც აქვს ყველა აუცილებელი და დადებითი ინგრედიენტი ორგანიზმის გამოსაკვებად”-ამბობს კრისტოფერ ბლესო , ნუტრიციოლოგი- ასოცირებული პროფესორი აშშ-ს კონექტიკუტის უნივერსიტეტში.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში კვერცხის ჭამა საკამათო თემა იყო , ქოლესტერინის მაღალი შემცველობის გამო – რადგან ერთი კვერცხის გული შეიცავს დაახლოებით 185 მილიგრამ ქოლესტერინს, რაც 300 მგ ქოლესტერინის დღიური რაოდენობის ნახევარზე მეტს შეადგენს ( ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა გულის დაავადების გაზრდილი რისკი.) მარია ლუზ ფერნანდესი, კვების მეცნიერებათა პროფესორი აშშ-ს კონექტიკუტის უნივერსიტეტში, ამბობს რომ კვლევებმა არ დაადგინა კავშირი კვერცხის ჭამასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილ რისკს შორის.
2015 წელს 40 კვლევის მიმოხილვაში ჯონსონმა და მკვლევართა ჯგუფმა ვერ იპოვეს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება დიეტური ქოლესტერინისა და გულის დაავადებებს შორის კავშირის შესახებ.
ასევე, ზოგიერთი ქოლესტერინი შეიძლება მართლაც კარგი იყოს ჩვენთვის. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (HDL) ქოლესტერინი მიედინება ღვიძლში, სადაც ის იშლება და გამოიყოფა ორგანიზმიდან. ითვლება, რომ HDL-ს აქვს დამცავი ეფექტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ, რაც ხელს უშლის სისხლში ქოლესტერინის დაგროვებას.
მიუხედავად იმისა, რომ დღესაც დაობენ მკვლევარები თუ რატომ მოქმედებს კვერცხი ჩვენს ორგანიზმზე განსხვავებულად, ინდივიდუალურად, ბოლო კვლევების აბსოლუტური უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ისინი არანაირ რისკს არ წარმოადგენენ ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ბევრად მეტად სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
სტატია ნათარგმნია bbc.com , სრული სტატიის წასაკითხად გადადით ბმულზე: www.bbc.com/future/article