იტალიის დედაქალაქში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

იტალიის დედაქალაქში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

იტალიის დედაქალაქში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.

სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, რომის ცენტრში მდებარე ისტორიულ სასახლეში, Palazzo della Cancelleria-ში ქართველი პიანისტის, სანდრო გეგეჭკორის კონცერტი გაიმართა, რომელზეც ხელოვანმა ფრანც ლისტის, ფრედერიკ შოპენის, ფრანც შუბერტის და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები შეასრულა.

კონცერტს იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მატეო პერეგო დი კრემნაგო, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წევრები, რომში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ბიზნესის, კულტურის სფეროს და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Palazzo della Cancelleria-ში შეკრებილ აუდიტორიას იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ სიტყვით მიმართა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღი და მისი მნიშვნელობა ისტორიულ რაკურსში მიმოიხილა; ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე – ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.

კონსტანტინე სურგულაძემ ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მაღალი დონის დიალოგის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ფაქტს და მის მნიშვნელობას შემდგომი თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

კონცერტის შემდგომ სტუმრებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა, რომელზეც საელჩო მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

ოფიციალურ ინფორმაციას,facebook გვერდზე,საქართველოს საელჩო იტალიაში აქვეყნებს.

წყარო – Georgian in italy

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top