ისტორიული პრემიერა იტალიაში!!!-100 წლის უკვდავი ოპერა იტალიურ ენაზე იტალიელებმა პირველად შეასრულეს!!!! - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

ისტორიული პრემიერა იტალიაში!!!-100 წლის უკვდავი ოპერა იტალიურ ენაზე იტალიელებმა პირველად შეასრულეს!!!!

21 ივნისს, სიცილიაში, მასიმო ბელინის სახელობის საოპერო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის „დაისის“ იტალიური პრემიერა გაიმართა.

წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღო ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლო ტაძართან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა “ნანილამ”

მუსიკის ფესტივალი”, რომელიც ყოველწლიურად 21 ივნისს აღინიშნება, აერთიანებს მსოფლიოს : სწორედ ამ კულტურული გაცვლის სულისკვეთებით დაიბადა კატანიის მასიმო ბელინისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის საქართველოს ნაციონალური თეატრის დაძმობილების იდეა, რომელიც დაიწყო სწორედ მუსიკის ფესტივალზე, ოპერის იტალიურ ენაზე პრემიერით.

ზაქარია ფალიაშვილის ოპერა წარმოდგენილი იქნა 3 მოქმედებად. ვალერიან გუნიას ლიბრეტოზე და სირიო სკაჩეტის მიერ იტალირად ადაპტირებული. მონაწიელობა მიიღო მსოფლიო დონის ოპერის მომღერლებმა :

ტენორი მატეო ფალსიე (მალხაზი, მცველი), ბარიტონი დომენიკო ბალზანი (კიაზო, ცენტურიონი),

სოპრანო ევა კორბეტა (მარო, გლეხი), მეცო-სოპრანო ანასტასია ბოლდირევა (ნანო, მაროს გლეხი მეგობარი)

ტენორი რობერტო კრესკა (ტიტო, ახალგაზრდა ფერმერი),

ბასი გიორგი ანდღულაძე (ცანგალა, სოფლის უფროსი),

რეჟისორი გოჩა კაპანაძე,

დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.

ანსამბლ “ნანილას ” სოლისტებმა,მაია სიმონიშვილმა და ნიკოლოზ ჩხაიძემ ოპერაში ცეკვა “დაისი” შეასრულა,რომლის ქორეოგრაფი იტალიაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი რიტა სიმსივეა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023