🛑 რეკომენდაციები ვარჯიშის დროს ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად და კანის დაავადებების გამწვავების პრევენციისათვის
👉 დაიბანე კანი/მიიღე შხაპი დაუყოვნებლივ ვარჯიშის შემდეგ
👉 ვარჯიშის დროს გამოიყენე ე.წ moisture-wicking fabric ტანსაცმელი რომელსაც აქვს უნარი სწრაფად მოახდინოს ოფლის გამოდევნა ფაბრიკის გარე შრეზე და აქვს უნარი სწრაფად გაშრობის, ასევე ეს რეკომენდაცია ეხება სავარჯიშო წინდებს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბამბის ანუ “კოტონის” წინდები, ის სწრაფად სველდება და ინარჩუნებს ტენს
👉 სავარჯიშო მოწყობილობების დეზინფექცია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ
👉 გამოიყენეთ სუფთა, გარეცხილი სავარჯიშო ტანსაცმელი ყოველ ჯერზე
👉 გამოიყენეთ პირსახოცი სავარჯიშო მოწყობილობების დასფარად
👎 არ გამოიყენოთ მაკიაჟი (makeup) ვარჯიშის დროს
👎 არ დაგავიწყდეს მზისგან დაცვა თუ ვარჯიშობთ გარეთ (outdoor)
👎 არ იაროთ ფეხშიშველმა საშხაპეში და გასახდელში
👎 არ გამოიყენოთ გაურეცხავი სავარჯიშო ტანსაცმელი
👎 არ იბანავოთ ცხელი წყლით >38C°
MD Zaza Telia
დავით თელიას კლინიკა – მტკიცებითი მედიცინის ცენტრი
ძალიან კარგიბრჩევების
ძალიან კარგი რჩევების