
2023 წლის 3 აგვისტოს, ქ,ფლორენციაში წმ.ნინოს სახელობის სამრევლო ტაძარში,ჟურნალისტ ცისნამი საყვარლიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

წლების წინ ცისნამი თავადაც იტალიაში ცხოვრობდა,მოგვიანებით ემიგრანტული გზა ამერიკაში გააგრძელა.როგორც თავად ცისნამი სხვადასხვა მედიამაუწყებლებთან აღნიშნავს,მან საკმაოდ რთული გზა გამოიარა იქამდე სანამ მიზანს მიაღწევდა და ოცნებებს აიხდენდა.. ყველაზე მტკივნეული შვილთან განშორება აღმოჩნდა.სწორედ ემიგრანტობა და შვილთან სიშორე იქცა მის ინსპირაციად და ასე შეიქმნა წიგნი სახელად ”წითელთმიანი გოგონას დღიური”.
წიგნის პრეზენტაციის შემდეგ,ცისნამი საკუთარ ემოციებს ქართულ -იტალიურ ტელეკომპანია ”KN TV”-ის მაყურებლებსა და მკითხველებს უზიარებს...
– აღფრთოვანებული და მადლიერი ვარ დღევანდელი დღით.როდესაც ფლორენციაში ჩამოვედი,სამრევლოს დარბაზი პრეზენტაციისთვის უკვე მზად იყო. ბევრი ქართველი ემიგრანტი დაეწსრო.ჩვენთან ერთად ასევე იმყოფებოდა,ქართველი ემიგრანტებისთვის კარგად ნაცნობი იტალიელი ისტორიკოსი ფრანჩესკო ტრეჩი. დღევანდელ ღონისძიებაზე, ბევრი ვისაუბრეთ და ერთმანეთს სასიამოვნო ემოციები გავუზიარეთ.ღონისძიების დასრულების შემდეგ, ფლორენციის ქუჩებშიც გავისეირნეთ და ქართული ”ჰარალოც” შევძახეთ.

პრეზენტაციის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს, ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა მაია სიმონიშვილმა და ლელა ჩანკოტაძემ,რისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.განსაკუთრებული მადლობა მამა ანდრია ლაცაბიძეს,რომ სამრევლოს ტაძარში,წიგნის პრეზენტაციის კურთხევა და ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის შესაძლებლობა მომცა.
