დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლო ტაძართან არსებული ანსამბლი “ნანილა”, თბილისის ოპერისა და ბალეტის საქართველოს ნაციონალური თეატრის დასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ზაქარია ფალიაშვილის უკვდავ ოპერაში _ “დაისი”, რომელიც გაიმართება 21 ივნისს, სიცილიაში, ქალაქ კატანიის Massimo Bellini_ს თეატრში 20.30საათზე.

„მუსიკის ფესტივალი”, რომელიც ყოველწლიურად 21 ივნისს აღინიშნება, აერთიანებს მსოფლიოს ხალხებს: სწორედ ამ კულტურული გაცვლის სულისკვეთებით დაიბადა კატანიის მასიმო ბელინისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის საქართველოს ნაციონალური თეატრის დაძმობილების იდეა, რომელიც დაიწყება სწორედ მუსიკის ფესტივალზე ოპერის იტალიურ ენაზე პრემიერით.
ზაქარია ფალიაშვილის ოპერა წარმოდგენილი იქნება 3 მოქმედებად. ვალერიან გუნიას ლიბრეტოზე და სირიო სკაჩეტის მიერ იტალირად ადაპტირებული. სცენაზე იხილავთ მსოფლიო დონის ოპერის მომღერლებს:
ტენორი მატეო ფალსიე (მალხაზი, მცველი), ბარიტონი დომენიკო ბალზანი (კიაზო, ცენტურიონი),
სოპრანო ევა კორბეტა (მარო, გლეხი), მეცო-სოპრანო ანასტასია ბოლდირევა (ნანო, მაროს გლეხი მეგობარი)
ტენორი რობერტო კრესკა (ტიტო, ახალგაზრდა ფერმერი),
ბასი გიორგი ანდღულაძე (ცანგალა, სოფლის უფროსი),
რეჟისორი გოჩა კაპანაძე,
დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.
ანსამბლი “ნანილა” ოპერაში შეასრულებს ცეკვა “დაისს”. მადლობას ვუხდით ნდობისთვის საქართველოს ნაციონალური თეატრის გენერალურ დირექტორს _ ბატონ ბადრი მაისურაძეს.
წარმატებები ანსამბლ ,, ნანილას”
პოსტს სოციალურ ქსელში,მამა ანდრია ლაცაბიძე აქვეყნებს
