ქართულ-იტალიური ტელევიზია

ქართულ-იტალიური გაზეთ ,,ქართული ფესვები”-ს განვლილი გზა და სამზადისი ერთი წლის იუბილესთვის

ერთი წლის წინ, იტალიაში ქართულ-იტალიური გაზეთი ,,ქართული ფესვები” დაფუძნდა, რომელმაც სახელი ძალიან მალევე მოიხვეჭა. გაზეთს როგორც ქართველი,აგრეთვე იტალიელი მკითხველი ჰყავს.როგორ და როდის გაჩნდა გაზეთის იდეა,ამას თავად მისი დამფუძნებელი გვიამბობს, რომელიც გახლავთ, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი,ქართული TV-ის ჟურნალისტი, ნინა სიბოშვილი. ნინა, ქართულ-იტალიური ტელევიზია KN TV-ის მაყურებელსა და მკითველს, ახალ რუბრიკას ჰპირდება, თუმცა მანამდე გაგაცნობთ ქართველი ემიგრანტის განვლილ გზას.

გაზეთის დამფუძნებელი,ნინა სიბოშვილი, ემიგრაციაში თითქმის 20 წელია რაც იმყოფება. მისი ემიგრანტული ცხოვრება, საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესოა, მაგრამ განსაკუთრებულად გამოირჩევა ერთი პროექტი, რომელიც გახდა ქართველების სავიზიტო ბარათი უცხოეთში. ხიდი ემიგრანტებსა და საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს შორის… ქართულ-იტალიური გაზეთი “ქართველი ფესვები”. გაზეთის სახლწოდება ისევე დიდ სიტყვას ამბობს, როგორც მასში მოთავსებული სტატიები და რუბრიკები. გაზეთის პირველი ნომერი გამოიცა 2023 წლის პირველ აპრილს, ქ.ფლორენციაში. ფასდაუდებელი შრომის შემდეგ , თავისი ქალიშვილების დეა და სალომე სიბოშვილების მხარდაჭერითა და ფლორენციის წმ. ნინოს სახ. ტაძრის არქიმანდრიტ ანდრია(ლაცაბიძე) ის ლოცვა კურთხევით.

გაზეთი დაარსდა კულტურული ასოციაცია ”იტალია გეორგია ევრაზია ACIGEA”- ს პრეზიდენტთან, ლალი ფანჩულიძესთან თანამშრომლობით. გაზეთი 16 გვერდიანია , აქედან 4 გვერდი იტალიურენოვანია. გაზეთის ოფიციალური პრეზენტაცია, სიმბოლურად 9 აპრილს ქ.ფლორენციაში აღინიშნა. გაზეთის თემები საკმაოდ მრავალფეროვანია: მკითხველი ეცნობა ემიგრაციაში მყოფ საინტერესო ადამიანებს, მწერლებს, პოეტებს, მხატვრებს და ჩვენს ძვირფას ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებებსა და განცდებს. გვაქვს რუბრიკები: სასარგებლო რჩევები, იუმორი, შემეცნებითი რუბრიკა, მილოცვები, “მე პატარა ქართველი ვარ”- სადაც პატარების ფოტოკოლაჟია მოთავსებული და ა.შ.

2023 წლის 5 მაისიდან, ქალბატონი ნინოს ემიგრაცია და შემოქმედებითი მოღვაწეობა ინაცვლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. კერძოდ ნიუ-იორკში. ამერიკაში ქართული “სათვისტომოს” დამფუძნებლის, ნიკოლოზ ჩხეიძის ინიციატივით ერთვება მის მიერ დაფუძნებულ მედიაჰოლდინგის “თვისტომიმედია” ცენტრის მუშაობაში. გაზეთ “ქართული ფესვების” ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ხელი შეუწყო “თვისტომიმედიას” მხარდაჭერამ. ასევე გაზეთის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო, საბერძნეთში მოღვაწე ლევან ბალიაშვილმა, რომელიც ინტერნეტ პორტალის emigrant.tv საშუალებით აპროექტებს ვიდეორგოლებს.

“ქართული ფესვების” პოპულარიზაცია მოხდა ასევე საფრანგეთში, სასომხეთში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერით. გაზეთი გეგმავს წარმოაჩინოს “ქართული ფესვები” სხვადასხვა ქვეყნებში. მეტად საპასუხისმგებლო და აუცილებელია ეს ახალი გამოწვევა , ემიგრანტის სოციალური და შრომითი პრობლემების, ინტეგრაციის და წარმატების მიღწევების მოტივაციის გაღვიძების და წარმატებული ემიგრანტების პოპულარიზაციისთვის. “ქართული ფესვების” მხარდამჭერები არიან : ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN TV , ქართული TV , FSG posta, Emigrant TV.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

ქართულ-იტალიური გაზეთ ,,ქართული ფესვები”-ს განვლილი გზა და სამზადისი ერთი წლის იუბილესთვის

ერთი წლის წინ, იტალიაში ქართულ-იტალიური გაზეთი ,,ქართული ფესვები” დაფუძნდა, რომელმაც...

სრულად ნახვა

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023