ქართულ-იტალიური ტელევიზია

“სპორტის სამყარო”- მიმოხილვა მარიამ სებუასთან ერთად

მე ვარ მარიამ სებუა, ჟურნალისტი. ჩემი ჟურნალისტიკასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში დაიწყო. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე, რომ ეს ის სფერო იყო, სადაც თავს ყველაზე კარგად გამოვავლენდი. ამ გზაზე საბავშვო ტელევიზია „ინკოგნიტო“-მ და მისმა ხელმძღვანელმა, მანანა გაბრიჭიძემ დამაყენა. სწორედ აქ, 4 წლის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა ჟურნალიტიკის კურსი გამევლო ისეთ პედაგოგთან, როგორიც ბატონი ნუგზარ რუხაძეა. მისი მეშვეობით უფრო ღრმა ცოდნა მივიღე იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი, რა არის მისი დანიშნულება და როგორ უნდა მიიტანოს ინფორმაცია მაყურებლამდე.
შესაძლებლობა მქონდა ტელე-ჟურნალისტიკა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე შემესწავლა. იქნებოდა ეს უცხოელი მწერლების წიგნების განხილვა, მიმდინარე ამბებზე ტექსტის მომზადება თუ გადმოცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. საბავშვო ტელევიზია „ინკოგნიტოში“ შევისწალე მხატვრული კითხვაც, ზურა ნიჟარაძესა და ზეინაბ წულუკიძესთან. ამის შემდეგ იყო პროფესიული არჩევანი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ჰუმანიტარულ მიმართულებაზე, კერძოდ ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. უნივერსიტეტის შემდეგ ჯერ კიდევ ბავშვობაში არჩეულ პროფესიას დავუბრუნდი და 2015 წლიდან სპორტული ჟურნალისტი გავხდი. წლების განმავლობაში სხვადასხვა საიტებზე ყოველდღიურად სპორტის სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე ვწერდი და ვაანალიზებდი გუნდებისა თუ სპორტსმენების მიღწევებს. ონლაინ მედიაში მწერლის პოზიციიდან მალე წამყვანად ვიქეცი და კვირაში ათასობით მაყურებელთან ლაივ რეჟიმში სპორტზე ვსაუბრობდი. ამ გამოცდილებების ფონზე ახალი ნაბიჯი ტელევიზია იყო.
უდიდესი პასუხისმგებლობა და მიზანია გახდე ჟურნალისტი, რომელსაც ენდობიან და სიამოვნებით უსმენენ. ეს ისტორია 1 წლის წინ დაიწყო და დღეს ოფიციალურად ტელეკომპანია „POS TV“-ის საინფორმაციო სამსახურის საერთაშორისო ამბების ჟურნალისტი ვარ.
მოხარული ვარ, რომ “KN TV”-ის გუნდის წევრი ვხდები და კიდევ ერთ საინტერესო ფურცელს ვიწყებ. ჩემი ყოველკვირეული გადაცემა გაჯერებული იქნება მაყურებლისთვის საინტერესო ინფორმაციებით სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული სპორტსმენების შესახებ. მოგიყვებით მათი ცხოვრების საინტერესო დეტალებს მოედანზე და მოედნის გარეთ.
შევხვდებით ყოველ ხუთშაბათს,იტალიის დროით 20:00 საათზე, საქართველოს დროით 23:00 საათზე,ჩემს საავტორო გადაცემაში „სპორტის სამყარო მარიამ სებუასთან ერთად“.სპო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top