ქართულ-იტალიური ტელევიზია

როგორ მოვხვდეთ კანადაში?-გადაცემა “საქართველო უცხოეთიდან” (Video)

გიორგი მარიამულისა და ქეთი ნოგიევას საავტორი გადაცემა “საქართველო უცხოეთიდან”,რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას კანადაში ლეგალური გზით მოხვედრასთან დაკავშირებით,უკვე 3 წელია ხელმისაწვდომია მაყურებლისთვის. ამ დროის მანძილზე,მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი,Facebook პლატფორმის მეშვეობით “Keti Nogieva’s blog-ზე გახლდათ,ახლა კი უკვე ოფიციალურად ინტერნეტ ტელევიზია “KN TV”-ს მეშვეობითაცაა შესაძლებელი.
გიორგი მარიამული გახლავთ კანადის ემიგრაციული კონსულტანტი,სასამართლოს თარჯიმანი და იურისტი,ხოლო ქეთი ნოგიევა ჟურნალისტი და ქართულ-იტალიურ ინტერნეტ ტელევიზია “KN TV”-ს დამფუძნებელი. მათი ერთობლივი პროექტი “საქართველო უცხოეთიდან” საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს ინტერნეტ სივრცეში და მათი გადაცემათა ნახვების ნიშნული 50 000-70 000 მდე მერყეობს.
გადაცემის ნახვა შესაძლებელია თვეში ორჯერ,ყოველ კვირას, საქართველოს დროით 21:00 საათზე,ხოლო იტალიის დროით 19:00 სთ-ზე.
გადაცემის თემები:
➡️რას სთავაზობს კანადა ჩამოსულ ემიგრანტებს/ლტოლვილებს?
➡️როგორი ჩამოსვლის გზები არსებობს დღეს კანადაში?
➡️რას სთავაზობს კანადა ლტოლვილებს უკრაინიდან?
➡️რა უფლებები აქვს მოქალაქეს, რომელიც დაქორწინებულია უკრაინის მოქალაქეზე.
➡️რა არის საჭირო, რომ ლტოლვილმა მოიგოს სასამართლო
➡️რა შანსი აქვთ ქართველ ლტოლვილებს იტალიიდან სასამართლოს დროს
➡️ემიგრაცია ქორწინების საშუალებით
➡️ემიგრაცია სწავლის საშუალებით
➡️ემიგრაცია სამუშაოს საშუალებით.
➡️რას წარმოადგენს კანადის სამუშაო ბაზარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top