ქართულ-იტალიური ტელევიზია

2024 წლის 9 მარტს,ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ “მუზაში” დედისა და ქალთა დღე” აღინიშნა

2024 წლის 9 მარტს,ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ “მუზაში” დედისა და ქალთა დღე” აღინიშნა,რომლის ორგანიზატორი გახლდათ, ვოკალური ანსამბლ ,,გვირილას” ხელმძღვანელი ერნა წიფურია და ასოციაცია ,,საქართველოს ქალბატონების” პრეზიდენტი ნინა ჩიხლაძე,ხოლო თანაორგანიზატორი და ღონისძიების წამყვანი ია ჯღარკავა.

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ “მუზაში” 12:00- დან 21:00- მდე არაერთი მრავალფეროვანი კულტურულ- შემოქმედებითი ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, “ამაგდარი დედების” დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.ქართველი ამაგდარი დედები მთელიმსოფლიოდან შეირჩნენ, მათ შორის, იტალიიდან. ესენი გახლავთ უმშვენიერესი ქალბატონები: ნინო სიბოშვილი – გაზეთ “ქართული ფესვების” რედაქტორი და პრეზჯდენტი, ბელა მოდებაძე – პოეტი, ფილოლოგი და ნინო სამხარაძე- მხატვარ- დიზაინერი, ნინო ჯაფარიძე – თარჯიმანი, ლია ჩიქოვანი – მწერალი, პოეტი, მხატვარი. იტალიაში მცხოვრები ერთი შესანიშნავი მხატვრის ქალბატონ ირმა თხინვალელის ნახატი კი “მუზის” გალერეაში გამოიფინა.

აღსანიშნავია, რომ “ამაგდარი დედის” წოდებით დაჯილდოვდა ნინო სიბოშვილის დედაც – ქალბატონი მარინე ქარსაულიძე-სიბოშვილი.

“მუზის” სცენას ბავშვების ხმაც ახალისებდა: სიმღერა, ცეკვა, მისალმება – ცვლიდა ერთმანეთს. პატარა ლექსი მიუძღვნა დედას და ყველა ბავშვს დედის დღე მიულოცა KN TV – ის ხელმძღვანელის ქალბატონ ქეთი ნოგიევას 5 წლის გოგონა ევა ბებიამ, რომელმაც ქალბატონი ერნა წიფურიასგან წარმატებული მონაწილობისთვის დიპლომიც დაიმსახურა.

ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერისა და იტალიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მადლობის დიპლომი გადაეცა ქართულ – იტალიურ ტელევიზია KN TV -ს.

აკადემია “გვირილა” ზაფხულში იტალიაში ვიზიტისთვისაც ემზადება და როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ინტერვიუში საუბრისას აღნიშნავენ,ძალიან ბევრი სიურპრიზით გაახარებენ ქართველ ემიგრანტებს.

ჟურნალისტი-ქეთი ნოგიევა

ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN TV

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

ქართულ-იტალიური გაზეთ ,,ქართული ფესვები”-ს განვლილი გზა და სამზადისი ერთი წლის იუბილესთვის

ერთი წლის წინ, იტალიაში ქართულ-იტალიური გაზეთი ,,ქართული ფესვები” დაფუძნდა, რომელმაც...

სრულად ნახვა

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023