Georgia From Overseas - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

Georgia From Overseas

მე ვარ გიორგი მარიამული,დავიბადე ქ.თბილისში,2003 წლიდან,ვარ კანადის მოქალაქე.ტორონტოში

განათლება:

1984-1992 -მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის ლინგვისტიკური უნივერსიტეტი და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახემწიფო უცხო ენების ინსტიტუტი,სპეციალობა: ინგლისური და ესპანური ენები.

2003-2004 წლებში ვსწავლობდო, კანადის მომარაგებისა და ლოგისტიკის მართველობის ინსტიტუტში (The Institute of the Purchasing and Supply Chain Management of Canada) მომარაგების, ტენდერებისა და კონტრაქტების სპეციალობაზე.

2004-2007 წლებში,დავამთავრე – ტორონტოს იორკვილის უნივერსიტეტი (Yorkville University in Toronto), სპეციალობით -პარალიგალი.ამჟამად ვცხოვრობ ქ.ტორონტოში და 2003 – 2014 წლებში ვმუშაობდი,ქალაქ ტორონტოს მერიაში (The City Hall of Toronto), აგრეთვე სადაზღვეო კომპანიაში Desjardins General Insurance Group, (ტენდერების მენეჯერად).ასევე კანადის ვოლვოს ავტომობილების მთავარ ოფისში (Volvo Cars of Canada) და ვთანამშრომლობი კანადის წამყვან გაზეთთან “The Globe & Mail”

2007-2008 ვიყავი იტალიურ-რუსეთის ერთობლივი საავტომობილო პროექტი ,,ფიატ-სოლლერსი ”ის – (Russian-Italian Automobile Joint Venturer Fiat-Sollers) ფიატ-დუკატოს პლასტიკური კომპონენტების ლოკალიზაციის მენეჯერი.

2014 წლიდან ვარ კანადის ლტოლვილთა და ემიგრაციის საბჭოს, და შემდეგ კანადის ონტარიოს პროვინციის იუსტიციის სამინისტროს კრიმინალური სასამართლოს ლიცენზირებული თარჯიმანი.IRB (Immigration Refugee Board) and the Ontario Ministry of Attorney General Accredited Interpreter

2019-2023 წლებში ვიყავი კანადის ემიგრაციული კომპანიის “Yallen Group Associates” ემიგრაციული ადვოკატის მოადგილე.

ამ ეტაპზე,ჩემ მთავარ ბიზნესს წარმოადგენს – ლეგალიზაციაში და ადაპტაციას კანადაში საქართველოდან და სხვა ყოფილი საბჭოთა კაშვირის რესპუბლიკებიდან ლტოლვილების მომსახურეობა.

ტელეჟურნალისტიკა:

RTVI – Canada, NTV-Canada,  2005-2006

საავტორო რუსულ ენოვანი გადაცემის “Портрет без Ретуши“ ავტორი და ტელეწამყვანი

ვიბეჭდებოდი სხვა და სხვა რუსულ ენოვან კანადის გაზეთებში და ჟურნალებში

ჯილდოები:

საპატიო დიპლომი დოკუმენტური ფილმისთვის ქართველ ემიგრანტებზე კანადაში “Georgia from Overseas” იალტის 2006 წლის ფესტივალზე, რომლის თავჯდომარე იყო გიორგი დანელია, გამოჩენილი საბჭოთა რეჟისორი

ბოლო დოკუმენტური ფილმი:

“Immigration to Canada. The Myths & the Truth”, 2 ნაწილი, 2021 (რომლის გარძელებას ვაპირებ J)

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top