Duo ,,lalimberti“- ს საავტორო გადაცემა ,,Vox Lalimberti“
,,ჩვენ ვართ ლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი – “Vox LALIMBERTI ქართულიტას” სახლიდან.ჩემი და ბრმა იტალიელი მუსიკოსის,დუჩო ლიმბერტის მეგობრობა,1994 წელს დაიწყო.22 წლის შემდეგ დავქორწინდით და ასე შეიქმნა ჩვენი ოჯახი და დუეტი, რომელსაც ძალიან ბევრი ქართველი და იტალიელი იცნობს. დროთა განმავლობაში,ჩვენი დუეტი გადაიქცა ქართულ და იტალიურ კულტურების ერთგვარ პოპულარიზატორებად.2018 წელს 23 იანვარს, Rai Radio 3 -ის ეთერში გადაცემა ,,Battiti” -ში ჩვენი ვოკალური დუეტის შემოქმედებას მაღალი შეფასება მიეცა : “ნამდვილად ჟრუანტელის მომგვრელია ამ დუეტის ნამღერი”- ესაა წამყვანის სიტყვები ჩვენზე. 2022 წლის 6 ნოემბერს გამოვიდა ჩვენი, ,,დუეტ ლალიმბერტის”, მეორე ალბომი ,,იტალია მღერის და უკრავს საქართველოს”, რომლის წარდგენა ა.წ. 15 თებერვალს მოხდა Rai Radio 3 -ის იგივე გადაცემის ეთერში და აქვე გაჟღერდა ჩვენი 3 ქართული სიმღერა (სულიკო, იავნანა, ადამიანი). წამყვანის შეფასებით,ეს იყო : “მუსიკალური ალბომი – ხიდი, იდეალური ხიდი იტალიასა და საქართველოს კულტურებსა და ბგერებს შორის გადებული”. თანაც დასძინა, რომ “”იტალია მღერის და უკრავს საქართველოს” წარმოადგენს ქართული მელოდიური ტრადიციის სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებებთან შერწყმულ კვლევით და ისტორიული შინაარსის სამაგალითო ნიმუშს… დიდ მუსიკალურ მოგზაურობას, რომელიც თითქმის 3 საათი გრძელდება და, რომელშიც კავკასიის ჯორჯიის ტრადიციული მელოდიებითა და სიმღერებით არის მდიდარი”. დუჩო, ფენომენალური მეხსიერების და ღრმა კულტურული ცოდნის გამო, საინტერესო მოსაუბრეა. ხოლო ინფორმაციის მისეულად ლოგიკურ მწკრივში მოთავსების უნარი უდავოდ ნიშანდობლივად გვეჩვენება.
,,KN TV”- ს რუბრიკაში ,,Vox LALIMBERTI” თქვენ გელით საინტერესო მუსიკალური მოგზაურობა დუჩოს სამყაროში, სადაც თავად გაგიძღვებათ ჩემი დახმარებით.
