ემიგრანტობის გზაზე ყოველ ნაბიჯს თავისი ფასი აქვს — ზოგჯერ სიჩუმეა ძვირი, ზოგჯერ კი — ვინმეს თბილი სიტყვა. სწორედ ასეთ ნაბიჯებზეა აგებული KN TV-ის ისტორია, რომლის უკანაც ახალგაზრდა, მაგრამ დაუღალავი ქართველი ჟურნალისტი ქეთი ნოგიევა დგას.

ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN TV, რომლის დამფუძნებელიც ახალგაზრდა ემიგრანტი ჟურნალისტი ქეთი ნოგიევაა, კვლავ აქტიურად აგრძელებს კულტურული მიმართულებით საინტერესო რეპორტაჟებისა და სიუჟეტების მომზადებას. ეს არის ემიგრანტული ტელევიზია, რომლის მიზანია საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია ევროპაში.. შეგახსენებთ, რომ ქეთი ნოგიევა გახდა პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელმაც 74 წლის განმავლობაში პირველად, სანრემოს ფესტივალზე 2024 წელს, აკრედიტაცია მოიპოვა და ამით წარმატება მოუტანა მის მიერ დაარსებულ ტელევიზიას… ქეთი კვლავ აგრძელებს მუსიკალური ფესტივალების გაშუქებას და უკვე მეორედ მოახერხა აკრედიტაციის მოპოვება ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე. წელს საქართველოს, მარიამ შენგელია, სიმღერით ,,Freedom” წარადგენს.
“ჩვენთვის ემიგრანტული მაუწყებლობა მხოლოდ ტელევიზია არ არის — ეს არის ხიდი საქართველოდან წამოსულ ადამიანებს შორის. ხიდი, რომელსაც ემოცია და სიმართლე აერთიანებს,” — ამბობს ქეთი და ღიმილით იხსენებს ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე აკრედიტაციის მოპოვებასა და მოგზაურობის იდეას, რომელიც რეალობად იქცა.

ამ ტურის განხორციელება არ იქნებოდა შესაძლებელი, რომ არა გულწრფელი თანადგომა იმ ადამიანისა, ვინც თავადაც ემიგრანტული ისტორიის მატარებელია — კომპანია “კახის ტაქსი მილანში” და მისი დამფუძნებელი კახი ლურსმანაშილი.

“როცა ქეთიმ მომწერა და თავისი იდეა გამიზიარა, არ მიფიქრია დიდხანს. ვიცოდი, რას ნიშნავს ემიგრაციაში საქმის კეთება. მეც ასე დავიწყე 20 წლის წინ — სუფთა ფურცლიდან, საკუთარი ძალებით. ახლა, როცა შესაძლებლობა მაქვს, იმ ხალხის გვერდით ვარ, ვინც ემიგრანტულ საზოგადოებას აძლიერებს,” — გვიყვება კახი, რომლის ბიზნესი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სანდო სახელით მოიხსენიება იტალიაში.

“კახის ტაქსი მილანში” ემიგრანტებისთვის მხოლოდ გადაადგილების სერვისი არ არის. ეს არის მტკიცე საყრ,რომელსაც ადამიანები ენდობიან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პასუხისმგებლიანი კომპანია იტალიაში, რომელიც არა მხოლოდ სატრანსპორტო მომსახურებას, არამედ ბევრ საინტერესო და სასარგებლო სერვისებს სთავაზობეს ემიგრანტებს, მათ შორის ავიაბილეთების შეძენას. გთავაზობთ კომპანიის სერვისებს:
კომფორტული ტრანსპორტით გადაადგილება
დროული დახვედრა ლოკაციაზე და ტრანსპორტირება
მილანისა და ბერგამოს აეროპორტებიდან ტრანსფერი სასურველ მისამართზე
მეგობრული გარემო და დაუვიწყარი ემოციები
ავიაბილეთების შეძენა მოგზაურობის დაგეგმვა ინდივიდუალური მომსახურეობა მძღოლთან ერთად და მრავალენოვანი კომუნიკაცია

წარმატება, სწორედ ასეთ პარტნიორობაზეა დამოკიდებული-ერთსულოვნებაზე, ურთიერთგაგებაზე და ერთმანეთის მხარდაჭერაზე. KN TV მადლობას უხდის კომპანია ”კახის ტაქსი მილანი”-ს დამფუძნებელს, კახი ლურსმანაშვილს, გულწრფელი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

