24 ნოემბერს,ქ.ბოლონიაში რესტორან ,,ქართული პურის'' ფილიალი გაიხსნა - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

24 ნოემბერს,ქ.ბოლონიაში რესტორან ,,ქართული პურის” ფილიალი გაიხსნა

24 ნოემბერს, ქ.ბოლონიაში რესტორან ,,ქართული პურის” ფილიალი გრანდიოზულად გაიხსნა. პირველი ლოკაცია 4 წლის წინ ქ.ბოლონიაში, Via Sebastiano Serlio,32a-ში გაიხსნა,რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უყურადღებოდ არც იტალიურ მედიას გამორჩენია და მათზე არაერთხელ მომზადდა ვრცელი სტატიები და რეპორტაჟები ადგილობრივ სამუწყებლო არხებზე.

მას სტუმრობდნენ,როგორც ქართველი ემიგრანტები,ასევე იტალიელი ტურისტები და ადგილობრივები,რომლებიც იტალიის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიოდნენ. ბოლო 2 წლის მანძილზე, იმდენად ბევრი სტუმარი ჯავშნიდა ადგილს,რომ სივრცე არასაკმარისი გახდა,რათა ყველასთვის ემასპინძლა.აქედან გამომდინარე,გაჩნდა იდეა,კიდევ ერთი ახალი და უფრო დიდი ლოკაცია გაეხსნათ,რომელსაც ასევე დაერქვა ,,ქართული პური”.

რესტორნის მეპატრონეები, გახლავთ იტალიაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტები, კახაბერ ცერცვაძე და შორენა ქურქული. ოჯახი წლებია იტალიაში,შვილებთან ერთად ცხოვრობს და ბიზნებს აწარმოებს.

რესტორანი გამოირჩევა არამხოლოდ ქართული ტრადიციული კერძებით,არამედ ქართული ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტითა და სხვა მრავალი ქართული პროდუქტებით.თავად გარემო კი,იმდენად ლამაზადაა გაფორმებული ქართული ორნამენტებითა და ელემენტებით,რომ შესვლისთანავე თავს საქართველოში გაგრძნობინებთ. ”ქართული პური ‘-ს მეორე ფილიალის სტუმრობა ქ.ბოლონიაში, სტუმრებს ყოველდღე ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით, Via donato creti 77-ში შეუძლია.

24 ნოემბერს,ფილიალის გახსნაზე,300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.როგორც ქართველი ემიგრანტები აგრეთვე,იტალიელი სტუმრები სხვადასხვა რეგიონიდან.რესტორნის მთავარი სტუმარი ცნობილი ქართველი კალათბურთელი,თორნიკე შენგელია სტუმრობდა,რომლის გამოჩენასაც რესტორანში მსხდომი სტუმრები დიდი აჟიოტაჟითა და აპლოდისმენტებით შეხვდნენ. საღამოს დასასრულს,საზეიმოდ გაიჭრა დიდი ტორტი,რომლის პროცესშიც მონაწილეობა,იქ მყოფმა დამსწრე საზოგადოებამ მიიღო.

აღსანიშნავია ისიც,რომ რესტორანი ,,ქართული პური” ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN TV-ის ერთგული მხარდამჭერია,რისთვისაც მადლობას ვუხდით და ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებას წამოწყებულ საქმიანობაში.

ჟურნალისტი: ქეთი ნოგიევა

1 thought on “24 ნოემბერს,ქ.ბოლონიაში რესტორან ,,ქართული პურის” ფილიალი გაიხსნა”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023