20-21 მაისს ტოკიოში პირველი ქართული ფესტივალი ჩატარდა - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

20-21 მაისს ტოკიოში პირველი ქართული ფესტივალი ჩატარდა

უენოს პარკში გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იაპონიაში არსებული ქართული ცეკვის ჯგუფ “საფირონების” საკონცერტო პროგრამა, ქართული კერძების სტენდები, ქართული ღვინო, თაფლი, წიგნები, ნაბეღლავი, ხისგან დამზადებული წიგნის დამჭერი აქსესუარები და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების პოპულარიზაციის სტენდი.

ფესტივალზე, სპეციალური მოწვევით, ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,Melita Dance Studio”-ს ქორეოგრაფი და KN TV -ის წამყვანი,მელიტა ლომაძე იმყოფებოდა.როგორც თავად მელიტა გვიყვება, ჯგუფ ,,საფირონების” მოცეკვავეები მას 3 წლის განმავლობაში Zoom -ის პროგრამით ერთვებოდნენ და ეუფლებოდნენ ქართულ ნაციონალურ ცეკვებს,ხოლო თავად ,,საფირონების” ხელმძღვანელი, არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და ქართული ცეკვა, სწორედ ,,Melita dance studio”-ში შეისწავლა.

ფესტივალში, იაპონიაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმაც მიიღეს მონაწილეობა და წარადგინეს ქართული ცეკვის ნომრები, ქართული დამწერლობის ვორქშოფი და ტრადიციული სამოსი.

ფესტივალზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი, თეიმურაზ ლეჟავა და იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო მინიტრი, შიუნსუკე ტაკეი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top