ქართულ-იტალიური დუეტი „ლალიმბერტი“ ალბომით „იტალია უმღერის საქართველოს“ მსმენელთან შესახვედრად ემზადება - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

ქართულ-იტალიური დუეტი „ლალიმბერტი“ ალბომით „იტალია უმღერის საქართველოს“ მსმენელთან შესახვედრად ემზადება

ხელოვნების ზეიმი საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში 2023 წლის 20 სექტემბერს, 16.00 საათზე.

ქართულ-იტალიური დუეტი „ლალიმბერტი“ ალბომით „იტალია უმღერის საქართველოს“ მსმენელთან შესახვედრად ემზადება

იტალიელი უსინათლო მუსიკოსი- დუჩო ლიმბერტი, საქართველოზე შეყვარებული, ქართულად ამღერებული, ქართულ-ტრადიციულად შექმნილი ოჯახით მეუღლესთან ლალი ბურდულთან ერთად საქართველოშია.

იტალიის ულამაზესი კოშკების ქალაქ სანჯიმინიანოდან დუჩო ლიმბერტის ქართული ჰანგები ჟღერს, რომელიც მისთვის განსაკუთრებულია. დუჩოს შემოქმედება, როგორც თავად აღნიშნავს ჯიმი ჰენდრიქსიდან ფალიაშვილამდე დიაპაზონშია.

1978 წლის თბილისი-დინამო-ნეაპოლის მატჩზე ისმენს რთულად წარმოსათქმელ გვარებს: ყიფიანი, დარასელია, გვარების ჟღერადობის დაკავშირება უჭირს რუსულ ენასთან. 15 წლის მანძილზე სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი იყო მხოლოდ რუსეთი. იგებს, რომ ეს 2 დიდებული ფეხბურთელი საქართველოდან გახლავთ, იმ ქვეყნიდან, რომელიც დუჩოს ცხოვრების ნაწილია დღეს.

საოცარი ისტორიებით, ცხოვრებისეული მაგალითებით დუჩო ლიმბერტი თქვენთან შესახვედრად ემზადება.

ცენტრი მადლობას უხდის ორგანიზაცია „მომავალი იწყება დღეს“ დირექტორს ქალბატონ მარინა მამულიას, დუეტ „ლალიმბერტის“ ვიზიტის ორგანიზებისთვის.

დაუვიწყარი, შთამბეჭდავი და განსაკუთრებული საღამოს მასპინძლები, რა თქმა უნდა გახლავთ უსინათლო ვაჟთა და ქალთა ანსამბლები- „კრწანისი“ ხელმძღვანელი- იური მიქაბერიძე, „ელიო“- ხელმძღვანელი- ლელა გოლიაძე, ინსტრუმენტულ ბენდთან, ხელმძღვანელი- გიორგი ბასილაშვილი ერთად.

დასწრება თავისუფალია. მის. რუსთავის გზატკეცილი 20 A

წყარო – უსინათლოთა კავშირის,კულტურის,განათლებისა და სპორტის ცენტრი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top