უფასო იურიდიული მომსახურეობა ქართველ ემიგრანტებს - გადაცემა “ჩემი ადვოკატი” დაიწყო - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

უფასო იურიდიული მომსახურეობა ქართველ ემიგრანტებს – გადაცემა “ჩემი ადვოკატი” დაიწყო

ქართულ-იტალიური ტელეკომპანია, ქართველ ემიგრანტებს 20 იანვრიდან KN TV-ის პლატფორმაზე,უფასო იურიდიულ მომსახურეობას შესთავაზებს. პირდაპირ ეთერს საქართველოში მოღვაწე ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილის საადვოკატო ბიუროს დამფუძნებელი,დიმიტრი მჭედლიშვილი წარუძღვება. კვირაში ერთხელ,მსოფლიოში მიმოფანტრულ ქართველ ემიგრანტებს პირდაპირ ეთერში ჩართვისა და კითხვის დასმის შესაძლებლობა ექნებათ,ხოლო დამატებითი კონსულტაციის შემთხვევაში, KN TV-ის პლატფორმა მოქალაქეებს ადვოკატთან,ძალიან მარტივად დააკავშირებს. www.kntvmedia.com-ზე გადასვლის შემთხვევაში,საჭიროა მოძებნოთ ველი ,,უფასო სერვისები ემიგრანტებს”, საიდანაც აირჩევთ ბანერს “ჩემი ადვოკატი”. ბმულის გახსნის შემდეგ თქვენ გამოგიჩნდებათ საკონტაქტო ნომერი და ადვილად დაუკავშირდებით ადვოკატს. ქართულ-იტალიური ტელეკომპანია,ქართველ ემიგრანტებს ძალიან მალე ბევრ საინტერესო და სასარგებლო პროექტებს შესთავაზებს,რომლის ოფიციალური მხარდამჭერი და გენერალური სპონსორი “კრედო ბანკი” იქნება.

თემები,რომელსაც პირველ გადაცემებში ადვოკატთან იხილავთ,

1.რა უნდა ვიცოდეთ, თუ პოლიციაში მოწმის სახით გამიკითხვაზე დაგვიბარეს

2. ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულის მიმოხილვა და მნიშვნელოვანი გარემოებები;

3. როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ გავიგეთ, რომ მზადდება ან ჩადენილია დანაშაული და რა პასუხისმგებლობა დაგვეკისრება პოლიციისთვის შეუტყობინებლობის შემთხვევაში?;

4. რა უნდა გავითვალისწინოთ ადვოკატის არჩევისას სისხლის სამართლის საქმეებზე;

5. მოტყუების შედეგად ჩადენილი დანაშაულები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023